» » კოვაჩი წესებს კვლავ ამკაცრებს

კოვაჩი წესებს კვლავ ამკაცრებს

2-ნოე-2018, 16:31
0212
როგორც გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild იუწყება, “ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი უკმაყოფილო დარჩა სათადარიგო ფეხბურთელების ქცევით „ვოლფსბურგთან“ მატჩში (3:1) და თამაშის შემდეგ ხორვატმა სპეციალისტმა გასახდელში ამის შესახებ ფეხბურთელებს აცნობა.


ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი თხოვნის შემდეგ, რომ მოთელვა შეესრულებინა, სავარჯიშო ზონაში სარეკლამო ბანერთან განთავსდა, ხოლო, ჟერომ ბოატენგი საერთოდაც მოთელვის დროს წამოწოლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კოვაჩს ეს ყურადღების მიღმა არ დარჩენია და მან წესებში კვლავ ცვლილებები შეიტანა: ახლა ყველა ფეხბურთელი, რომელიც მატჩის წინ განაცხადში მოხვდება მოთელვას სასტარტო შემადგენლობასთან ერთად გაივლის. ამის გარდა, მან მოითხოვა, რომ მოედანზე მისვლისას სათადარიგო ფეხბურთელები საკლუბო ავტობუსიდან მისვლისთანავე გადმოვიდნენ და არ დარჩნენ იქ რაღაც დროის განმავლობაში.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..