» » ბავარია ახალი სუპერლიგისთვის მზადებას იწყებს?

ბავარია ახალი სუპერლიგისთვის მზადებას იწყებს?

3-ნოე-2018, 00:20
0344
Football Leaks: ევროპის 16 ტოპ-კლუბი, „ბავარიის“ ჩათვლით, გეგმავს ხელი მოაწეროს წერილს ახალი სუპერლიგის შექმნისა და დაგეგმარების შესახებ. „ბავარიამ“ 2016 წელს საერთაშორისო კანონიც კი შეამოწმა, თუ როგორ დაეტოვებინა ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა.


ახალი სუპერლიგა, რომელმაც შეიძლება სტარტი 2021 წელს აიღოს, ამჟამინდელ ჩემპიონთა ლიგის ფორმატს წერტილს დაუსვამდა. „ბავარია“, „რეალი“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ ეს ის კლუბებია, რომლებიც სუპერლიგაში იმონაწილევებდნენ.

პირველი ნაბიჯები 2016 წელს გადაიდგა მაიკლ გერლინგერის მხრიდან, რომელიც „ბავარიის“ იურიდიულ განყოფილებას უდგას სათავეში, ის გუნდის „ტვინად“ ითვლება. ის იშვიათად ჩნდება ხალხში, მაგრამ რუმენიგეს არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული მის გარეშე უკვე 10 წელზე მეტია.

თვითონ რუმენიგემ კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპულ კლუბებთან უეფას წინააღმდეგ აგორებულ რევოლუციაში და მან ეს ევროპულ კლუბთა ასოციაციის (ECA)-სგან დამალულად გააკეთა, რომელიც 200-ზე მეტ ევროპული კლუბის ინტერესებს წარმოადგენდა, იმის მიუხედავად, რომ გერმანელი ფუნქციონერი მის თავმჯდომარედ გვევლინებოდა.

თუმცა, მიუნხენურმა კლუბმაზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად უარყო და განაცხადა, რომ "ბავარიას" არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა ეგრეთწოდებულ "სუპერლიგის" შექმნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..