» » კომენტარები : ბაიერნი 1 - 1 ფრაიბურგი

კომენტარები : ბაიერნი 1 - 1 ფრაიბურგი

4-ნოე-2018, 10:40
0350
სამწუხაროა! მიუნხენის "ბაიერნმა" ვერ შეძლო ოთხმატჩიანი წარმატებული სერიის გაგრძელება. შაბათს, გერმანიის "რეკორდმაისტერმა", საკუთარ მოედანზე საფეხბურთო კლუბი "ფრაიბურგი" მიიღო. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1-1 დასრულდა. მეტოქე გუნდმა პირველად თავის ისტორიაში, "ალიანც არენაზე" ქულის აღება შეძლო. ნიკო კოვაჩის გუნდმა გოლი მატჩის მიწურულს გაუშვა. "ასეთი რამ არ უნდა დაგვეშვა"-აცხადებდა ორთაბრძოლის დასასრულს 47 წლის სპეციალისტი.

ნიკო კოვაჩი -"ჩვენ კარგად დავიწყეთ, ძალზედ მრავალფეროვნად ვმოქმედებდით, კარგად ვმოძრაობდით და ბურთსაც ვფლობდით. ვცდილობდით ფლანგებიდან შეგვეტია, თუმცა ეს რთული აღმოჩნდა, რადგანაც ჩვენს მოთამაშეებს საიმედოდ კეტავდნენ. სწორედ ამიტომ ცენტრიდან მოქმედება მოგვიხდა, თუმცა არც ეს აღმოჩნდა შედეგიანი. ლევანდოვსკის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ანგარიში უნდა გაგვეხსნა, ამის მერე გაგვიადვილდებოდა. მეორე ნახევარში ანგარიშის გახსნა შევძელით კიდეც და "ბავარიას" აღარ უნდა მიეცა მოწინააღმდეგე გუნდისათვის, თამაშში დაბრუნების შესაძლებლობა. საჭირო იყო დროულად მოგვეშორებინა ბურთი და საკუთარ კარებთან მის გათამაშებაზე უარი გვეთქვა. ახლა ისღა დაგვრჩენია მივიღოთ მოცემულობა ისეთად, როგორიც ის არის. "აუგსბურგთან" გამართულ მატჩშიც 89-ე წუთზე გავუშვით გოლი. აი ის 4 ქულა, რომელიც ასე არ გვყოფნის, ჩვენ გაწბილებულები ვართ."

მანუელ ნოიერი -"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ არ ვბრწყინავდით. როგორც წესი ასეთ დროს, თამაში მარტივი არ არის. მიუხედავად ამისა, შეხვედრაში იყო მომენტები, როდესაც კარგად ვთამაშობდით. საკითხავი ის არის, თუ რატომ ვერ შევძელით მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, შესაძლოა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ის რომ თამაში ასე კარდინალურად ამობრუნდეს, ეს ცოტა არ იყოს უცნაურია."

სერჟ გნაბრი -"დღეს "ფრაიბურგი" გარკვეულ მონაკვეთებში შესანიშნავად ასპარეზობდა. ისინი დიდი ძალებით იცავდნენ თავს. ჩვენ დიდი ზეწოლა განვახორციელეთ, იყო ბევრი სტანდარტიც, კუთხური. ჩვენ მათი გამოყენება უკეთ გვმართებდა."

კრისტიან შტრაიხი (ფრაიბურგის მთავარი მწვრთნელი) - "გადაწყვეტილი გვქონდა სიღრმიდან გვეთამაშა, რადგანაც ტრავმების გამო ბევრი მოთამაშე გვაკლდა. თამაშში კარგად ვერ შევედით და "ბავარიის" მხრიდან კონტრპრესინგის შედეგად განხორციელებულ პრობლემებსაც წავაწყდით. თუმცა ამ მონაკვეთში გოლი არ გავუშვით და შემდგომ უკეთ თამაშიც დავიწყეთ. კარგად ვიცავდით თავს და საბოლოოდ გაგვიმართლა კიდეც. უნდა აღვნიშნოთ, რომ "ბაიერნისათვის" რთული იყო ასე სიღრმეში დაწეული მეტოქის წინააღმდეგ ასპარეზობა. ბიჭები გიჟურად მოქმედებდნენ, ჩვენი დაძლევა ადვილი საქმე არ იყო."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..