» » სალიჰამიჯიჩი : როგორი სულელური შეკითხვები...

სალიჰამიჯიჩი : როგორი სულელური შეკითხვები...

4-ნოე-2018, 11:17
0306
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, ემოციურად გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, იმის თაობაზე ხომ არ იგეგმება კლუბიდან ნიკო კოვაჩის დათხოვნა, არასახარბიელო შედეგების გამო. შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში "ბავარიამ" საკუთარ მოედანზე "ფრაიბურგს" უმასპინძლა და მეტოქე გუნდთან ქულები გაიყო. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1-1 დასრულდა.

"როგორი სულელური შეკითხვები... რა თქმა უნდა, მიღწული შედეგით კმაყოფილი არავინ არ იქნება. ეს ჩვენთვის საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით საწყის 15-20 წუთს. ამის შემდეგ ჩვენი მოქმედება ძალზედ ნელი იყო. გარედან ისე ჩანდა თითქოს ვზარმაცობდით. გოლის გატანის შემდეგ მოთამაშეებმა ჩათვალეს, რომ მატჩი მოგებული იყო, მაგრამ "ფრაიბურგმა" შეძლო და ცხოვრება გაგვირთულა."-ციტირებს გამოცემა Abend Zeitung-ი ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებს.

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში დორტმუნდის "ბორუსია" უდგას. ყვითლებს, მოპოვებული აქვთ 24 ქულა და უშუალო კონკურენტ მიუნხენის "ბაიერნს", ოთხქულიანი სხვაობითაც უსწრებენ. მათ აქტივში 7 მოგება 3 ფრე და არც ერთი მარცხია აღნიშნული. 10 ნოემბერს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. დორტმუნდში ჩანიშნული შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..