» » ტონი ტაპალოვიჩი - ნოიერის ზურგს უკან მდგომი გენია

ტონი ტაპალოვიჩი - ნოიერის ზურგს უკან მდგომი გენია

5-ნოე-2018, 12:18
0242
2012 წელს მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ ერთი უჩვეულო ნაბიჯი გადადგა. კლუბმა, მეკარეების მწვრთნელის თანამდებობაზე , 30 წლის ტონი ტაპალოვიჩი მოიწვია, რომელსაც იმ დრომდე უმაღლეს დონეზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. "ამ მომენტამდე მე შალკეს ახალგაზრდულ გუნდში მეკარეებს ვწვრთნიდი"-იხსენებს ტაპალოვიჩი. "სამეფო შვილების" აკადემიაში მან მანუელ ნოიერი გაიცნო, რომელთან მუშაობის სტაჟი, მოცემულ მომენტში უკვე 10 წელს ითვლის. მთელი ამ დროის განმავლობაში, ამ ორმა პიროვნებამ, არამხოლოდ შესანიშნავი სამუშაო გასწია, არამედ ისინი ნამდვილ მეგობრებადაც იქცნენ.

"არ ვიცი, არის თუ არა ბუნდესლიგაში კიდევ სადმე ასეთი ურთიერთობა, მეკარესა და მის მწვრთნელს შორის. ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ეს ჩვენ გვეხმარება კონკრეტულ სათამაშო სიტუაციებშიც კი, როდესაც შორიდან გარკვეულ მინიშნებას იღებ. სწორედ ასე უნდა იყოს ყველაფერი"-აცხადებს ტონი ტაპალოვიჩი თავის შეგირდთან მიმართებით. მაშინ როდესაც ნოიერი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში აღმოჩნდა, მან თავის მასწავლებელს ახალი შეთავაზება გაუგზავნა.


საუბარი იუპ ჰაინკესთან


მანამ სანამ ტონი ტაპალოვიჩი თავის ახალ სამსახურს შეუდგებოდა, საჭირო იყო იუპ ჰაინკესთან გასაუბრება და მისი დარწმუნება. "მე მქონდა ჩემი ფილოსოფია, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მომემზადებინა მეკარეები. მე მას ამის შესახებ ვუამბე. ეს იყო გასაუბრება. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც პროფესიული ისე პირადი თვალსაზრისით. მისი კონცეფცია ძლიან მომეწონა"-იხსენებს ახალგაზრდა სპეციალისტი. ამ საუბრის შემდეგ ტონი ბავარიის დედაქალაქში დამკვიდრდა.

"მე გავხდი ისეთი, როგორიც ვარ, სწორედ რომ ტონი ტაპალოვიჩის წყალობით. მან ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და თავისი გამოცდილება გამიზიარა."-ამბობს ნოიერი. "ტონი შესანიშნავი ადამიანია, მან მე უამრავი ვიდეო მანახა და ჩემთან ერთად დიდ დროს ატარებდა. ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო. იგი ბრწყინვალე მწვრთნელია, მასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. თავის საქმიანობაში იგი თანაბრად აზავებს მოდუნებას და კონცენტრაციას. ჩემს ჩამოყალიბებაში მან უდაოდ დიდი როლი ითამაშა"-შეაქო საკუთარი მწვრთნელი სვენ ულრაიხმაც.


პირადი მახასიათებლები, როგორც წარმატების გარანტი


ცნობილია, რომ ტაპალოვიჩი თავის შეგირდებთან ბრწყინვალე ურთიერთობას ამყარებს. "ის ნდობა, რაც ჩემსა და მანუს შორის არსებობს, მსურს, რომ სხვა მეკარეებთანაც შევიტანო. ამა თუ იმ საფეხურზე ჩვენ მეგობრები უნდა გავხდეთ."-აცხადებს "ტაპა" - სწორედ ასე მიმართავენ მას კლუბში. ტონის საფეხბურთო ფილოსოფიაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მეკარის, როგორც მინდვრის მე-11 მოთამაშის პოზიციას.

ამ იდეის თვალსაჩინო წარმომადგენელია მანუელ ნოიერი. სვენ ულრაიხიც ამ ფილოსოფიაში ჯდება. გარდა ზემოხსენებული მეკარეებისა, ტონი ტაპალოვიჩი ასევე მუშაობს კრისტიან ფრიუხტლისთან და რონ-ტორბენ ჰოფმანთან ერთადაც. აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იკვეთება, ერთის მხრივ სახეზე გვყვავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი, რომელსაც ახალს ვერაფერს ასწავლი და მეორეს მხრივ ორი ახალგაზრდა მეკარე, რომლებიც საკუთარ პროფესიულ კარიერაში თავიანთ პირველ ნაბიჯებს დგამენ. საჭიროა ორი განსხვავებული პროგრამით მუშაობა?!

ტონი ტაპალოვიჩი - ნოიერის ზურგს უკან მდგომი გენია


"ვარჯიშები ერთმანეთისგან ასე კარდინალურად არ განსხვავდება. ახალგაზრდა მეკარეებთან ერთად ჩვენ ვიდეო-ანალიზს მივმართავთ. ეს ეხება ნოიერსაც. შესაძლოა ამას მათთან მიმართებით უფრო მეტ დროს ვუთმობდე. მანუელის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დეტალები."-აცხადებს ტონი, რომელსაც ამჟამად ახალი მიზანი აქვს - კიპერთა მომავალი თაობის აღზრდა!
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..