» » გრიზმანი: შესაძლოა გერმანიის ჩემპიონატში ვიასპარეზო

გრიზმანი: შესაძლოა გერმანიის ჩემპიონატში ვიასპარეზო

6-11-2018, 11:14
088
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა ანტუან გრიზმანმა, არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ იგი გერმანიის ჩემპიონატში ვიხილოთ. Kicker -თან მიცემულ ინტერვიუში, 27 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ ამის ალბათობა არსებობს, თუმცა აქვე დასძენს, რომ იგი ამჟამად ესპანეთში თავს ბედნიერად გრძნობს და კონცენტრირებულია მხოლოდ არსებულ გამოწვევებზე.


"შესაძლებელია, რომ ამ ჩემპიონატში ვიასპარეზო, თუმცა ახლა "ატლეტიკოში" თამაში ძალიან მომწონს. ჩვენ შესანიშნავი პროექტი გვაქვს, რომელთანაც სრულად ვარ დაკავშირებული. მსურს კლუბს დავეხმარო წინსვლაში, თავის მხრივ კი კლუბი მეც მეხმარება შემდგომ პროგრესირებაში. გერმანიის ჩემპიონატი გამორჩეულად შემტევია. დორტმუნდის "ბორუსია" ამის ნათელი მაგალითია."-ციტირებს გამოცემა Kicker ანტუან გრიზმანის სიტყვებს.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ანტუან გრიზმანმა მადრიდის "ატლეტიკოს" მაისურით 14 მატჩი გამართა. გახდა ოთხი გატანილი გოლის და სამი შედეგიანი გადაცემის ავტორი. ამ ფეხბურთელისათვის განსაკუთრებული აღმოჩნდა გასული ზაფხულიც. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რიგებში მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..