» » კომენტარები : ბაიერნი 2 - 0 აეკი

კომენტარები : ბაიერნი 2 - 0 აეკი

8-ნოე-2018, 12:40
0335
მიუნხენის "ბაიერნმა", ათენის აეკის წინააღმდეგ "ალიანც არენაზე" გამართულ მატჩში, დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია ანგარიშით 2-0. ამ გამარჯვებით გერმანიის "რეკორდმაისტერმა" დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფში ასპარეზბისკენ მიმავალ გზაზე. წარმოგიდგენთ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი - "ჩვენ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქე გუნდს, რაიმე ღირებულის შექმნის შესაძლებლობა არ მივეცით. მთელი 90 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა, ისიც შეხვედრის საწყის წუთებში. მეორე ტაიმში შეგვეძლო ორი ან სამი გოლის გატანა. მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, უნაკლო თამაშის დემონსტრირება არ მოგვიხდენია, თუმცა ამის მოლოდინი არც ყოფილა. ჩვენ გამარჯვების მოპოვება გვსურდა. დავაგროვეთ 10 ქულა და ყველაფერი იქეთკენ მიემართება, რომ ჩვენ შემდეგ რაუნდში გასვლას შევძლებთ."

რობერტ ლევანდოვსკი -"დღეს ჩემპიონთა ლიგა იყო. ვიცით რომ ბოლო ორი შეხვედრა იდეალურისგან შორს იდგა. ეს კი მომავლისკენ გადადგმული კარგი ნაბიჯი იყო. თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა გვესმის, რომ უკეთ მოქმედებაც შეგვიძლია. ეს წარმატება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემთვის, ისევე როგორც გუნდისათვის. ეს მნიშვნელოვანია საკუთარ თავში თავდაჯერებულობისათვის. მთლიანობაში კარგი თამაში ჩავატარეთ, აღსანიშნავია ისიც, რომ რაღაც მომენტები ისე არ შედგა, როგორც წარმოგვედგინა. გვსურს, შაბათს კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ."

მარინოს უზუნიდისი (აეკის მთავარი მწვრთნელი) -"ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. გვსურდა მეტოქეზე ზეწოლა განგვეხორციელებინა და ამით თავისუფალი ზონები შეგვექმნა. მხოლოდ დაცვიდან თამაში არ გვსურდა, რადგანაც თუ ამ დროს ბურთს დავკარგავდით, რა თქმა უნდა, მსგავსი მაღალი კლასის მეტოქე, იმ წამსვე სახიფათო მომენტს შექმნიდა. შეგვეძლო, "ბავარიისათვის" ბევრი ბრობლემა შეგვექმნა, ვფიქრობ, რომ საერთო სურათი წესრიგში იყო. პირველი გოლი მარტივად მივიღეთ, მაგრამ მთლიანობაში მე კმაყოფილი ვარ ამ თამაშით."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..