» » ჰიონესმა სასურველი ფეხბურთელი დაასახელა და თავის გარდაუვალ წასვლაზე ალაპარაკდა

ჰიონესმა სასურველი ფეხბურთელი დაასახელა და თავის გარდაუვალ წასვლაზე ალაპარაკდა

9-ნოე-2018, 02:40
0299
მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ხუთშაბათს საღამოს დრეზდენში „საქსონიის ეკონომიკური დიალოგი - „saxxess““ კონფერენციაზე, „დინამოს“VIP დარბაზში ღიად ალაპარაკდა რეკორდმაისტერიდან თავის გარდაუვალ წასვლაზე, მიმდინარე სეზონზე და სასურველი ფეხბურთელიც დაასახელა ტრანსფერისთვის.

„ჩემს პოსტზე კიდევ 2-3 წელი დავრჩები და ჩემს მემკვიდრეს სავსე სალარო მსურს რომ დავახვედრო. მაშინ მათ შეეძლებათ ყველაფერი გააკეთონ ამ თანხით რაც კი მოესურვებათ“.

„ჩემი მემკვიდრე უნდა იყოს ვინმე - ადამიანური თვისებებით და რომელიც ფეხბურთის მოედანთან იქნება დაკავშირებული. ეს რთული იქნება. რომ ვიცოდე, თუ ვინ შეიძლება ეს იყოს, მომდევნო წელს უკვე დავტოვებდი ამ პოსტს“.

„რაც შეეხება სეზონს, მე ჯერ არ ვარ კმაყოფილი სეზონით. დორტმუნდელები გასაოცრად კარგად თამაშობენ. მაგრამ ისე კარგად არა, როგორც ჩვენ შეგვიძლია თამაში. თუ „ბორუსია“ სეზონის ბოლომდე პირველ ადგილზე დარჩება, მე პირველი ვიქნები, რომელიც მათ მიულოცავს. მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტს მივაღწიოთ. შაბათს, ვფიქრობ, ჩვენ არ წავაგებთ“.

„სასურველი ფეხბურთელი? - კილიან მბაპე. მისთვის მე ფინანსური შეზღუდვები არ მექნებოდა, მაგრამ მას არ აქვს სურვილი შემოგვიერთდეს“ - განაცხადა 66 წლის გერმანელმა ფუნქციონერმა.

შეგახსენებთ, რომ ული ჰიონესი „ბავარიის“ პრეზიდენტის პოსტზე 2019 წლის ნოემბრამდეა არჩეული.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..