» » Football Leaks: გვარდიოლამ მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი ჯერ კიდევ „ბავარიის“ მწვრთნელობისას გააფორმა

Football Leaks: გვარდიოლამ მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი ჯერ კიდევ „ბავარიის“ მწვრთნელობისას გააფორმა

9-ნოე-2018, 03:00
0297
გერმანული გამოცემა Spiegel-მა Football Leaks-ის ბოლო ანგარიშის ინფორმაცია გააზიარა, სადაც გვარდიოლასა და „მანჩესტერ სიტის“ შორის საიდუმლო შეთანხმების შესახებაა ნათქვამი.


წყაროს ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი „ქალაქელებთან“ 2015 წლის 10 ოქტომბერს გააფორმა, ანუ, მიუნხენის „ბაიერნში“ მწვრთნელად დანიშვნიდან სულ რაღაც 2 თვის შემდეგ.

„მანჩესტერ სიტიმ“ მიზანმიმართულად არ გამოაცხადა კონტრაქტზე ხელმოწერის ადრეული შეთანხმება, თუმცა, Mirror-ის ჟურნალისტმა აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება შეძლო. მოგვიანებით, „მანჩესტერ სიტის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი საიმონ ჰეგგი ჟურნალისტს დაუკავშირდა და დაარწმუნა აღნიშნული ინფორმაცია არ გამოექვეყნებინა, რის შემდეგაც ჰეგგი გამოცემებს დაუკავშირდა თხოვნით მიღებული ინფორმაცია დაეიგნორირებინათ, - ნათქვამია Spiegel-ში.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..