» » ინტერვიუ ლეონ გორეცკასთან

ინტერვიუ ლეონ გორეცკასთან

9-11-2018, 11:34
090
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ლეონ გორეცკა fcbayern.com-ის სტუმარია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ,

შენს მიერ ვარჯიშზე გატანილი ულამაზესი გოლი, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ "ბაიერნში" ადაპტაცია წარმატებით გაიარე. გქონდა დრო ქალაქში სეირნობისათვის?

სამწუხაროდ ამისათვის საჭირო დრო, ჯერ კიდევ არ მქონია, თუმცა როდესაც მცირე თავისუფალი დრო მეძლეოდა მე ქალაქში ვრჩებოდი. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ქალაქთან საკუთარი თავის იდენტიფიკაცია მოახდინო და გაიცნო ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ. აქ ადამიანები ძალზედ მეგობრულები არიან, იმ რაიონებში სადაც მე გახლდით, უამრავი ახალგაზრდა ვნახე. ეს უაღრესად საინტერესო იყო.

მშობლიური სახლიდან ასე შორს პირველად დასახლდი. რა არის ის რაც ყველაზე მეტად არ გყოფნის?

როდესაც სახლიდან შორს აღმოჩნდები, ყოველთვის არის რაღაც რაც გაკლია. მაგალითად მეგობრები. სულ რამდენიმე ხნის წინ მე იდალურ გარემოში ვცხოვრობდი, რადგანაც ვიმყოფებოდი სახლში სადაც გავიზარდე. თითოეული ჩემი მეგობარი მუდამ ჩემს გვერდით იყო. მიუხედავად ამის, ჩემი ეს ნაბიჯი მე გააზრებულად გადავდგი. იგი უმნიშვნელოვანესი იყო ჩემი შემდგომი განვითარებისათვის. ჩემი მეგობრები აქ მესტუმრნენ კიდეც, ასევე ჩემთან იყო ჩემი ოჯახიც.

როდესაც შენი პრეზენტაცია შედგა, მაშინ თქვი რომ "ბაიერნში" გადმოსვლამდე დიდ ხანს ფიქრობდი, რა ფაქტორებმა ითამაშეს ყველაზე დიდ როლი?

ეს დიდი პროცესი იყო. მართლაც ბევრს ვფიქრობდი. ქალაქში არსებულ ამინდზეც კი, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია. უამრავ წვრილმანს ვიაზრებდი. საბოლოოდ კი ჩამოვყალიბდი იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანი იყო.

და რა არის მნიშვნელოვანი?

პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კლუბს მართლაც ძალზედ სურდა ჩემი გადაბირება და ჰქონდა ჩამოყალიბებული გეგმა ჩემი შემდგომი ინტეგრაციისა. გარდა ამისა, უპირატესობად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ამ ჩემპიონატს კარგად ვიცნობ. უცხო ქვეყანაში გადასვლას, არც ვიხილავდი. "ბაიერნი" უდიდესი კლუბია, რომელსაც საოცარი მიღწევები გააჩნია. აქ არის გუნდი, რომელთან ერთადაც მე შემიძლია დიდი ნაბიჯები გადავდგა. აქ თითოეულ დღეს შემიძლია რაღაც ახლის სწავლა. მრავალი თვალსაზრისითაა შესაძლებელი სხვა საფეხურზე ასვლა. სწორედ ასე მივიღე გადაწყვეტილება და ამ დრომდე არ ვნანობ ამის შესახებ.

ბავარიაში ასპარეზობის პირველი ოთხი თვე შეგვიძლია ორ ეპიზოდად გავყოთ. დასაწყისში ყველაფერი შესანიშნავად იყო, ახლა კი კრიტიკაც გვესმის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანალური ფრაზაა, ამ სიტუაციას იგი ყველაზე მეტად მიესადაგება: ფეხბურთი ეს რუტინაა. სრულიად მეორეხარისხოვანია, რა იყო გასულ კვირას. მნიშვნელოვანია რა ხდება ახლა, ამ მოცემულ მომენტში. ამჟამად ჩვენ იდელაურ და ენერგიით გაჯერებულ ფეხბურთს ვერ ვდემონსტრირებთ, სწორედ ამიტომაც იბადება კრიტიკა, თუმცა ჩვენ ასევე შეგვიძლია ყველაფერი კარდინალურად შევცვალოთ. სწორედ ამაში მდგომარეობს ახლა ჩვენი მიზანი. მიმდინარე კვირას ყველაფერი გევქნება საიმისოდ, რომ ხსენებულ მიზანს მივაღწიოთ.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ არსებული განწყობა შეიცვალოს?

გამარჯვება და უკეთესი ფეხბურთი! მთლიანობაში მნიშვნელოვანია ის თუ რას ვაჩვენებთ მოედანზე. ის თუ რა გზით მივალთ აქამდე, ეს არ არის მთავარი.

ინტერვიუ ლეონ გორეცკასთან


წინ უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ათენის "აეკთან" გასამართი მატჩი გელით...

ჩვენ ამისათვის აუცილებელი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და გადავდგათ ნაბიჯი სწორი მიმართულებით. მშობლიურ არენაზე ერთგული ქომაგის წინაშე გვიწევს ასპარეზობა, ასე რომ გამარჯვების მოპოვების სურვილი უდიდესია. კარგი ფეხბურთის დემონსტრირება გვწყურია.

დორტმუნდელებთან გასამართ მატჩზე უკვე ფიქრობთ? რამდენად მნიშვნელოვანია "აეკთან" დაფიქსირებული შედეგი, ამ სუპერშეხვედრისათვის?

ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ თუმცა ახლა მთელი კონცენტრაცია ოთხშაბათს გასამართი მატჩისკენაა მიმართული. აქ მიღებული დადებითი შედეგი კი გაგვიადვილებდა თამაშში შესვლას შაბათ დღეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ დადებით რეზულტატს ვერ მივაღწევთ, ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს მოტივაციაზე.

შენთვის, როგორც "შალკეს" ყოფილი ფეხბურთელისთვის, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ გსამართი შეხვედრა განსაკუთრებული იქნება?

რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "ბოხუმის" რიგებში ვასპარეზობდი, "ბორუსია" ჩვენთვის ყოველთვის უმთავრესი მეტოქე იყო. მე ამ დაპირისპირებებში გავიზარდე. "შალკეში" გადასვლის შემდეგ ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. განსაკუთრებული იყო ბოლო წელი, როდესაც ე.წ "საუკუნის დერბიში" ჩვენ 4:4 ვითამაშეთ, ხოლო პირველი წრის შეხვედრაში გამარჯვებას მივაღწიეთ. დორტმუნდის წინააღმდეგ ორთაბრძოლა მუდამ გამორჩეულია, ამ დაპირისპირებას სულმოუთმენლად ველი.

როგორი თამაშის მოლოდინი გაქვთ?

ძალზედ საინტერესო, ემოციური და ტაბლოზე დაფიქსირებული დადებითი შედეგის მქონე. ჩვენი მიზანია კარგი ფეხბურთის ჩვენება, გამარჯვების მიღწევა და არსებული სხვაობის შემცირება.

კიდევ უფრო წინ რომ გავიხედოთ მომავალში, როგორი გსურს რომ იყოს შენი პირველი სეზონი "ბავარიაში"?

ამაზე არც მიფიქრია. არსებული სტარტით კმაყოფილი ვარ. "აუგსბურგთან" გამართული მატჩის გამოკლებით, რა დროსაც მარცხენა მცველის ამპლუაში ყოფნისას, ისე ვერ ვითამაშე, როგორც მინდოდა. მიმაჩნია, რომ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებ. ამავე განწყობით გაგრძელება მსურს. მინდა თავიდან ავირიდო ის მცირე ტრავმები, რაც მუდამ თან მდევს. კიდევ უფრო მეტი ინტეგრირება, შემდგომი პროგრესირება და ამით საკუთარი გუნდის დახმარება მწადია.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..