» » "ბავარიელები" პოზიტიურ განწყობაზე არიან

"ბავარიელები" პოზიტიურ განწყობაზე არიან

10-11-2018, 14:57 -ss- სიახლეები / ანონსი 1

Der „deutsche Klassiker“ - გულშემატკივარი სწორედ ასე მოიხსენიებს ამ ორთაბრძოლას. ნიკო კოვაჩი კი მოახლოებულ დაპირისპირებას "პრესტიჟის დუელს" უწოდებს. შაბათს თბილისის დროით 21:30 საათზე, ბუნდესლიგის მე-11 ტურის ეგიდით, დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს. დორტმუნდში, გერმანიის "რეკორდმაისტერი" შეეცდება ქულათა ჩამორჩენა მინიმუმადე დაიყვანოს. მოცემულ მომენტში "ბაიერნი" სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს და პირველ ადგილოსან "ბორუსიას" ოთხი ქულით ჩამორჩება. "ახლა ჩვენ სწორედ ის ვართ, ვინც უნდა დაეწიოს დორტმუნდს"-აცხადებს კოვაჩი.

მიუხედავად სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობისა, ნიკო კოვაჩი წნეხს არ განიცდის. "ამ თამაშით სიამოვნებას მივიღებთ."-აღნიშნავს "ბაიერნის" ხელმძღვანელი, რომელიც თავის შეგირდებს მოუწოდებს "პოზიტიურად იფიქრონ". ამასთან, 47 სპეციალისტი კარგად აცნობიერებს, რომ ეს მარტივი გასეირნება არ იქნება. "მოცემულ მომენტში "ბორუსიას" გააჩნია, ძალიან ბევრი ძლიერი მხარე და ამასთან მცირე რაოდენობით სუსტი წერტილები. ეს უკანასკნელი ლუპით უნდა ვეძიოთ."-ამბობს ხორვატი თავკაცი.


ორმხრივი პატივისცემა


"ამ მოცემულობაში დორტმუნდი ალბათ ფავორიტია" -აღნიშნავს რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც იმედოვნებს რომ მისი გუნდი ხსენებული თამაშის შედეგით "პირველ ადგილოსანთან არსებულ ჩამორჩენას შეამცირებს." უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ათენის "აეკთან" გამართულ შეხვედრაში პოლონელი გოლიადორი დუბლით გამოირჩა. "ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ პირველი დიდი ნაბიჯი გადავდგით, ახლა "ბორუსიასთან" უნდა გადავდგათ მეორე ნაბიჯი."

მიუნხენური კლუბის დამრიგებელი კი დარწმუნებულია, რომ ეს მატჩი იქნება "ორმხრივი პატივისცემის" დამადასტურებელი. "მოწინააღმდეგემ იცის, რომ ჩვენ კარგი გუნდი გვყავს."აღნიშნა ნიკომ. "ბავარიელთა" კიპერი მანუელ ნოიერი კი "ორი თანაბარი ძალის გუნდთა დუელს" ელის და საკუთარ თანაგუნდელებს მოუწოდებს "წარმატების მოპოვებისათვის ძალ-ღონე არ დაიშურონ." მიუნხენელებს გარკვეული საკადრო პრობლემებიც აქვთ, გუნდს ვერ დაეხმარებიან შემდეგი ფეხბურთელები : კინგსლი კომანი, კოკო ტოლისო, ტიაგო ალკანტარა და არიენ რობენი.


დორტმუნდელები საკუთარ ძალებში დარწმუნებულები არიან


ბორუსიელები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ სატურნირო ცხრილში არსებულ მდგომარეობაში, რაიმე ცვლილება არ შევიდეს. "ბავარია - ბავარიად რჩება. ყოველი მათი ფეხბურთელი უდიდესი გამცდილების მატარებელია."აცხადებს შავ-ყვითელთა თავკაცი ლუსიენ ფავრი. სწორედ ამიტომ შვეიცარიელი სპეციალისიტი საკუთარი გუნდისაგან "ტოპ თამაშის" ჩვენებას მოითხოვს. ამ დაპირისპირებაში დორტმუნდელებს ვერ დაეხმარება მარსელ შმელცერი (მუხლის ტრავმა). კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რომან ბიურიკის და აბდუ დიალლის თამაშის საკითხიც.

აღსანიშნავია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "ბორუსიამ" მადრიდის "ატლეტიკოსგან" მარცხი იწვნია, ანგარიშით 2-0. ასე შეწყდა მათი 15 მატჩიანი წაუგებელი სერია. მიუხედავად ამ უიღბლობისა, დორტმუნდელები საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი არიან. "არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენზე აისახება. ბუნდესლიგაში ჩვენ ჯერ კიდევ დაუმარცხებლები ვართ და გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ"-განაცხადა ყვითლების ცენტრალურმა მცველმა მანუელ აკანჯიმ.
1
0

dachi8 (11 ნოემბერი 2018 00:33)

საღოლ სს რამდენი ნიუსი დაგიწერია heye
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.