» » აქსელ ვიტსელი "დორტმუნდის" შანსებზე საუბრობს

აქსელ ვიტსელი "დორტმუნდის" შანსებზე საუბრობს

10-11-2018, 16:07
081
დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელმა აქსელ ვიტსელმა, მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. შეგახსენებთ, ბუნდესლიგის მე-11 ტურის ეგიდით, შაბათს 10 ნოემბერს "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირსიპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.


"ბაიერნი" ყოველთვის ძლიერია. ამჟამად "ბავარიელთა" სათამაშო ფორმა, არც თუ ისე კარგია, როგორც ეს წინა წლებში იყო, სწორედ ამიტომ უნდა ვისარგებლოთ მოცემული მომენტით. მიუხედავად მოწინააღმდეგე გუნდის პრობლემებისა, თამაში საკმაოდ რთული იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საშინაო კედლებში, ერთგული გულშიმატკივრების წინაშე ვთამაშობთ და ამასთან გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, მაშინ შეგვიძლია რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ცალკე აღებულ ერთ მატჩში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს."

"ბაიერნი მიეჩვია ბუნდესლიგაში დომინირებას და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ ასპარეზობას. მათ იციან თუ როგორ უნდა მოიგონ, თითქმის ყოველ წელს ტიტულები. მიუნხენელებს გამოცდილი გუნდი ჰყავთ. ამ ასპექტში მეტოქე ჩვენზე ძლიერია, მაგრამ დორტმუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ ამ ორთაბრძოლაში სიგიჟის გარკვეული დოზა შეიტანონ და ამ სიგჟეს თავისმხრივ ძალუძს, მოედანზე დაუჯერებელი რამ ჩაგვადენინოს."-ციტირებს ვიტსელის სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..