» » გერმანიის ნაკრებში შვიდი "ბავარიელი" გამოიძახეს

გერმანიის ნაკრებში შვიდი "ბავარიელი" გამოიძახეს

10-ნოე-2018, 16:46
0255
2018 წლის ბოლო შეხვედრებისათვის, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში, მიუნხენის "ბაიერნის" შვიდი ფეხბურთელი გამოიძახეს. პარასკევს 9 ნოემბერს, იოაჰიმ ლიოვმა 24 კაციანი სია გამოაქვეყნა. მასში შესულები არიან შემედგი მოთამაშეები: მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ნიკლას ზიულე, იოზუა კიმიხი, სერჟ გნაბრი, ლონ გორეცკა და თომას მიულერი.


აქვე წარმოგიდგენთ დაგეგმილ გრაფიკსაც. 15 ნოემბერს ბუნდესნაკრები, რუსეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამ მატჩიდან 4 დღის შემდეგ კი ქალაქ გელზენკირხენში გაიმართება გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდთა პაექრობა, ამჯერად ერთა ლიგის ეგიდით. როგორც ცნობილია აღნიშნულ დაპირსპირებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს "ბავარიელთა" უკანახაზელი ჟერომ ბოატენგი.

ცნობილია გერმანიის თასის ეგიდით გასამართი მატჩის თარიღიც. საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ, "ბაიერნსა" და "ჰერტას" შორის გასამართი შეხვედრის დღედ 6 თებერვალი გამოაცხადა. შეხვედრა ბერლინში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. ხსენებული ორთაბრძოლა სტარტს თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..