» » კომენტარები : დორტმუნდის "ბორუსია" 3 - 2 მიუნხენის "ბაიერნი"

კომენტარები : დორტმუნდის "ბორუსია" 3 - 2 მიუნხენის "ბაიერნი"

11-11-2018, 18:21
092
გერმანიის ჩემპიონატის 11-ე ტურის ეგიდით გამართული შეხვედრა, დორტმუნდის "ბორუსიასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, უხვგოლიანი აღმოჩნდა. დორტმუნდელებმა, მიუხედავად ცუდად ჩატარებული პირველი ტაიმისა, საკუთარი თამაშის პოვნა შეძლეს და საბოლოოდ ანგარიშით 3-2 იმარჯვეს. წარმოგიდგენთ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი -"დღეს ჩვენ ვიხილეთ, ორივე გუნდის მხრიდან შესრულებული, ფანტასტიკური ფეხბურთი. ეს იყო გახსნილი თამაში, პირველ ნახევარში მატჩის მსვლელობას ჩვენ ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში კი დორტმუნდი გამოიყურებოდა უკეთ. მეორე ტაიმის საწყის წუთებში მიღებული გოლის შემდეგ ჩვენ კვლავ შევძელით დაწინაურება. ამის შემდეგ კი მეტოქეს მივეცით შესაძლებლობა, ორჯერე დავეჭირეთ კონტრშეტევაზე. ასეთი რამ არ უნდა გვემართებოდეს.

პირველ ტაიმში, მოედნის ცენტრი კარგად ჩავკეთეთ, მოწინააღმდეგე ფლანგებზე გავდევნეთ. მეორე ტაიმში იგივეს განმეორება ვერ შევძელით, რის შედეგადაც "ბორუსია" უკვე მომენტებს ჰქმნიდა. სამწუხაროდ წავაგეთ, თუმცა სავსებით შესაძლებელი იყო შეხვედრა ფრედაც დასრულებულიყო. ნაჩვენები თამაშით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ. "შალკესთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, ეს ჩვენი ყველაზე საუკეთესო მატჩი იყო. სათამაშო გეგმით, ტაქტიკის და ორთაბრძოლების თვალსაზრისით კარგად ვმოქმედებდით, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. ჩვენ უნდა გავითავისოთ ის დადებითი მომენტები, რაც გვქონდა და მომავალში უფრო ხშირად ვაჩვენოთ მსგავსი თამაში."

მანუელ ნოიერი -"ვაჩვენეთ რა კარგი თამაში, შესვენებაზე დაწინაურებულები გავედით. პრობლემა იყო ის შეცდომები რაც დავუშვით. დორტმუნდი ბრწყინვალედ თამაშობდა კონტრშეტევებზე და ხუთი-ექვსი ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს. ამათგან 3 გოლად აქციეს. ვიცოდით რომ მათი ძლიერი მხარე სწორედ ამაში მდგომარეობდა, მაგრამ მაინც მივეცით თავიანთ სტილში თამაშის საშუალება. ჩვენც არ გვითამაშია ცუდად, მაგრამ სამი ქულის ასაღებად მცირედი დაგვაკლდა, დღეს მოგება შეიძლებოდა."

მატს ჰუმელსი -"ხანგრძლივი დროის განმავლობაში კარგ თამაშს ვაჩვენებდით. როდესაც ანაგარიში 2:2 გახდა, ღია გახსნილი თამაში წარიმართა და ჩვენ უკვე ვეღარ ვუმკლავდებოდით მათ კონტრშეტევებს, მაგალითად ისე როგორც ეს პირველ ტაიმში ხდებოდა."

ლუსიენ ფავრი (დორტმუნდის მთავარი მწვრთნელი) -"ეს გიჟური მატჩი იყო. მატჩის დასაწყისში "ბავარია" ძალზედ ძლიერად გამოიყურებოდა. ისინი სრულად დომინირებდნენ და აკონტროლებდნენ ბურთსაც. ჩვენ ბურთის მოპოვებას ვერ ვახერხებდით. იმ შემთხვევაშიც კი თუ ბურთს მივიღებდით, მას მალევე ვკარგავდით. პრესინგი, კონტრპრესინგი და ჩაჭრები მათ იდეალურად გამოსდიოდათ. მიუხედავად ამისა, ვიცოდი რომ მეტოქე ასე დიდ ხანს ვერ ითამაშებდა. ეს ბუმერანგს ჰგავს. ჩვენ მოცდა გვმართებდა და შესვენებაზე როდესაც გავდიოდით, საბედნიეროდ მხოლოდ 1-0 ვაგებდით. ამის შემდეგ რამდენიმე ასპექტის კორექტირება მოვახერხეთ, როისის მიერ გატანილი გოლის წყალობით, პუბლიკამ გვიბიძგა და გვაგრძნობინა რომ გამარჯვების მოპოვებაც შეგვეძლო. მთლიანობაში ასეც მოხდა. გუნდმა ფანტასტიკური ხასიათი გამოავლინა."

მარკო როისი -( დორტმუნდის კაპიტანი) -"ვფიქობ, რომ პირველი ტაიმი კარგად ვერ დავიწყეთ. ჩვენს მოქმედებას სითამამე აკლდა. "ბავარია" ბურთს ფლობდა და ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდა. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში, საკუთარი თამაშის პოვნა გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში კი ამის გაკეთება დავიწყეთ. ჩვენ ფეხბურთის თამაში შევძელით და შექმნილი მომენტების წყალობით, თავდაჯერებულობაც შევიძინეთ. საბოლოო ჯამში ჩვენი თავი თვითონვე დავასაჩუქრეთ. ეს ბრწყინვალე მატჩი იყო."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..