» » "ბავარიელები" ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ

"ბავარიელები" ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ

12-ნოე-2018, 13:35
0335
საფინალო სასტვენის შემდეგ, სტადიონზე მისულმა პუბლიკამ, საყვარელი ფეხბურთელების მიმართ, აპლოდისმენტები არ დაიშურა. ზურგს უკან კი დარჩა დორტმუნდის "ბორუსიასთან" განვლილი უშეღავათო 90 წუთი. აღნიშნულ ორთაბრძოლაში "ბავარიელები" ორჯერ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ანგარიშით 3-2 დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამარჯვებით "დორტმუნდელებმა" 7 ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნეს, მიუნხენური კლუბის ფეხბურთელები საკუთარი თამაშის ხარისხით, კმაყოფილები ჩანდნენ.

"დღეს ჩვენ ვიხილეთ, ორივე გუნდის მხრიდან შესრულებული, ფანტასტიკური ფეხბურთი, სამწუხაროდ დავმარცხდით, თუმცა სავსებით შესაძლებელი იყო შეხვედრა ფრედ დამთავრებულიყო." -აღნიშნავდა მატჩის დასასრულს ნიკო კოვაჩი. "ნეიტრალური ქომაგისათვის, ეს ბრწყინვალე ორთაბრძოლა იყო, რომლის საბოლოო ანგარიში 3-3 უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ მარცხი ვიწვნიეთ, ამის გამო ყველანი გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულები ვართ"-ეს კი ლეონ გორეცკას სიტყვებია.

ზემოხსენებულმა ორთაბრძოლამ, გულშემატკივრების მოლოდინები სრულად გაამართლა. სათამაშო ტემპი, ტაქტიკა, გატანილი გოლები. სტადიონზე შეკრებილი 81 000 ქომაგი, შესაძლოა სეზონის საუკეთესო მატჩსაც კი ადევნებდა თვალს. პირველ ტაიმში ბავარიელთა დომინირება აშკარა იყო. დორტმუნდელებმა უპირატესობა მეორე ტაიმში მიიღეს. "ეს იყო შესანიშნავი მატჩი - ორივე გუნდის შესრულებით."-ასე აფასებდა განვლილ პაექრობას "ბავარიის" პრეზიდენტი.

რობერტ ლევანდოვსკის წყალობით (26/52წ), ბავარიელებს აღნიშნულ შეხვედრაში ორჯერ მიჰყავდათ ანგარიში. დორტმუნდელებმა კი ანგარიშის გათანაბრება, საკუთარი კაპიტანის - მარკო როისის მეშვეობით შეძლეს (49/67წ). შეცვლაზე შემოსულმა პაკო ალკასარმა კი (73-ე წუთი) "ყვითლებს" გამარჯვება მოუტანა. მატჩის კომპესირებულ დროში ლევანდოვსკიმ მესამე გოლი გაიტანა, თუმცა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.


ჯილდოს გარეშე დარჩენილი - სეზონის საუკეთესო მატჩი


"როდესაც შეხვედრაში ორჯერ იგებ და საბოლოოდ მაინც მარცხდები, ე.ი ყველაფერი სწორედ არ იყო გაკეთებული. თუკი დეტალებს დავაკვირდებით, ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით."-აღნიშნავდა თომას მიულერი. "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმაც მოუწონა საკუთარ გუნდს გამოვლენილი "შესანიშნავი ხასიათი" და აქვე დასძინა, რომ "ბავარიელებმა დაუშვეს, დაუშვებელი კონტრშეტევები დორტმუნდის წინააღმდეგ."

"დორტმუნდის "ბორუსია" კონტრშეტევებზე ბრწყინვალედ თამაშობდა და ხუთი-ექვსი ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნა. ამათგან 3 გოლად აქცია. ვიცოდით რომ მათი ძლიერი მხარე სწორედ ამაში მდგომარეობდა, მაგრამ მაინც მივეცით თავიანთ სტილში თამაშის საშუალება. ჩვენც არ გვითამაშია ცუდად, მაგრამ სამი ქულის ასაღებად მცირედი დაგვაკლდა, დღეს მოგება შეიძლებოდა." -აცხადებდა მანუელ ნოიერი. ასე, რომ მიმდინარე სეზონში, მიუნხენელების საუკეთესო მატჩი ჯილდოს გარეშე დარჩა.

მიუხედავად მიღებული მარცხისა, ნიკო კოვაჩი კმაყოფილ ჩანდა აღნიშნული მატჩით და ამბობდა, რომ "შალკესთან" გამართული შეხვედრის შემდეგ ეს "ბაიერნის" საუკეთესო მატჩი იყო. "ჩვენ დადებით მომენტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და სამომავლოდ სწორედ ასეთი შეხვედრები გავმართოთ." -განაცხადა მან და აქვე დასძინა, რომ მის გუნდს წინ დიდი სამუშაო ელის.

ის, რომ თითქოს ტიტულისათვის ბრძოლა უკვე დასრულდა, ამას სერიოზულად არც ერთი ბავარიელი არ აღიქვამს. "წინ ჯერკ კიდევ 23 ტურია"-აღნიშნავს ჰასან სალიჰამიჯიჩი. "შობამდე დარჩენილ კვირეებს ოპტიმიზმით ვუყურებ, ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ ჩემპიონობისათვის."-ეს კი ული ჰიონესის სიტყვებია. "აჟამად ჩამორჩენა 7 ქულამდე გაიზარდა. დროა დავიწყოთ დევნა."-ლაკონური იყო თავის განცხადებებში იოზუა კიმიხი.

"ბავარიელები" ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ

"ბავარიელები" ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ

"ბავარიელები" ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ

"ბავარიელები" ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ

"ბავარიელები" ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ

"ბავარიელები" ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ

"ბავარიელები" ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ

"ბავარიელები" ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..