» » ჰიონესი : ეს საკითხი არ განიხილება

ჰიონესი : ეს საკითხი არ განიხილება

12-ნოე-2018, 14:51
0295
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტერვიუში, ნიკო კოვაჩის შესაძლო გათავისუფლების შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს. "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი საკითხი არ განიხილება და იგი გუნდში არსებულ მდგომარეობას, დადებითად აფასებს.


"შეუძლებელია ვისაუბროთ კოვაჩის დათხოვნასთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ამ დამარცხებამ უფრო ნაკლებად დამწყვიტა გული, ვიდრე ეს გასულ თვეს, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შემთხვევაში იყო"-ციტირებს ული ჰიონესის სიტყვებს გამოცემა Goal

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის მე-11 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, დორტმუნდის "ბორუსიამ" საშინაო კედლებში მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შეძლო (3-2). ამ მოგებით "ყვითლებმა" "ბავარიასთან" არსებული ქულათა სხვაობა შვიდამდე გაზარდეს.

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..