» » ზანე : ეს ორი საუკეთესო მწვრთნელია

ზანე : ეს ორი საუკეთესო მწვრთნელია

14-ნოე-2018, 11:36
0231
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "სიტის" შემტევმა ლეროი ზანემ, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, პეპ გვარდიოლასა და იოაჰიმ ლიოვის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელ მათგანს მიიჩნევს საუკეთესო სპეციალისტად, მან შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.


"ვფიქრობ, რომ ორივე ეს პიროვნება, შესანიშნავი მწვრთნელია. მათ, სათამაშო ფილოსოფიის თვალსაზრისით, უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ. ჩენი აზრით, სწორედ ეს უსვამს ხაზს გუარდიოლას და ლიოვის ინდივიდუალურობას. ორივე ხსენებულმა სპეციალისტმა, საკუთარ საქმიანობაში უდიდეს წარმატებას მიაღწია. ძალზედ რთულია დაასახელო ამ ორი მწვრთნელიდან საუკეთესო."-ციტირებს გამოცემა Goal-ი ლეროი ზანეს სიტყვებს.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ზემოხსენებულმა ფეხბურთელმა "ქალაქელების" რიგებში 10 შეხვედრა გამართა. გამოირჩა სამი გატანილი გოლით და ამდენივე შედეგიანი გადაცემით. რაც შეეხება გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, 15 ნოემბერს "ბუნდესტიმი" რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირსპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. აქვე წარმოგიდგენთ, ნაკრებში გამოძახებული "ბავარიელების" ვარჯიშზე გადაღებულ ფოტოებს, რომელსაც მიუნხენური კლუბი, საკუთარ სოციალურ გვერდზე ავრცელებს.

ზანე : ეს ორი საუკეთესო  მწვრთნელია

ზანე : ეს ორი საუკეთესო  მწვრთნელია

ზანე : ეს ორი საუკეთესო  მწვრთნელია

ზანე : ეს ორი საუკეთესო  მწვრთნელია
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..