» » "ბავარიელების" ღია ვარჯიში

"ბავარიელების" ღია ვარჯიში

14-ნოე-2018, 12:05
0309
ტემპი, დრიბლინგი, ერთი-ერთზე თამაში და კარის მიმართულებით დარტყმები. სწორედ ასეთი ინტენსიური პროგრამის მნახველები გახდნენ ის ქომაგები, რომლებიც სამშაბათს დილით, მიუნხენის "ბაიერნის" სავარჯიშო კომპლექსს სტუმრობდნენ. სანაკრებო პაუზის გამო, ნიკო კოვაჩი ზებენერშტრასეზე ფეხბურთელების მცირე ჯგუფს ავარჯიშებდა, რომლებმაც უნდა ითქვას, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

ხავი მარტინესმა, არც ერთი მეტოქე არ "გაატარა". ხამეს როდრიგესი, საფირმო გადაცემების შესრულებით გამოირჩეოდა, სანდრო ვაგნერი კი მიღებულ ბურთებს კარის მიმართულებით გზავნიდა. გარდა ამ სამი ფეხბურთელისა და რამდენიმე ნორჩი ბავარიელისა, გუნდთან ერთად ასევე ვარჯიშობდა ფრანკ რიბერი, ჟერომ ბოატენგი და სვენ ულრაიხი. ვარჯიშს არ ესწრებოდა რაფინია, რომელიც კბილზე ოპერაციას იკეთებდა და არიენ რობენი. ეს უკანასკნელი მცირე პრობლემებს უჩივის მუხლის არეში. ჰოლანდიელი ვეტერანი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა.

აღნიშნული ვარჯიშის დასასრულს მატჩი გაიმართა, რომელიც სივრცეში შეზღუდულ ადგილზე ტარდებოდა და რომლისგანაც დადებითი ემოციები მიიღეს, როგორც საკუთრივ ფეხბურთელებმა, ისე მაყურებლებმაც.

"ბავარიელების" ღია ვარჯიში

"ბავარიელების" ღია ვარჯიში

"ბავარიელების" ღია ვარჯიში

"ბავარიელების" ღია ვარჯიში

"ბავარიელების" ღია ვარჯიში
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..