» » იოაჰიმ ლიოვი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს

იოაჰიმ ლიოვი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს

15-11-2018, 11:57 -ss- სიახლეები / ანონსი 0

იოაჰიმ ლიოვი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. ხუთშაბათს 15 ნოემბერს, "ბუნდესნაკრები" ამხანაგური მატჩის ეგიდით, რუსეთის ეროვნულ გუნდს შეერკინება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

თომას მიულერის შესახებ - "იქნება თუ არა თომას მიულერი მოედანზე მატჩის პირველივე წუთებიდან? მოდით დავიცადოთ, მანამ სანამ დამთავრდება ვარჯიში და შევარჩევ სასტარტო შემადგენლობას. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჩვენ ერთად მხოლოდ სამი კვირა გავატარეთ. შეუძლებელია არაფრიდან ახალი გუნდი შექმნა. ამისათვის დროა საჭირო. აუცილებელია ერთგვარი ბალანსის დაცვა ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეებს შორის.

ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მიულერია მაგალითის მიმცემი უნდა იყო ახალგაზრდა მოთამაშისათვის, რომელსაც სტაბილურობა აკლია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ მიულერმა ბოლო შეხვედრები ისე ვერ ჩაატარა, როგორც მას ჩვევია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მან შესატყვისი მოტივაცია მისცეს ახალბედა ფეხბურთელებს. გასულ კვირას, დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩატარებულ შეხვედრაში, იგი უმაღლეს დონეზე თამაშობდა ართმევებზე. მას კვლავ შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა."

რუსეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე - "ხვალინდელი მატჩი არ არის ოფიციალური შეხვედრა, ეს ყველასათვის გასაგებია. ასეთი ორთაბრძოლა იქნება ერთა ლიგის ეგიდით, ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან ჩანიშნული მატჩი. ჩვენ ჯგუფში ბოლომდე არ არის გარკვეული ყველაფერი და არც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ის თუ როგორ დასრულდება საბოლოოდ ჯგუფური ეტაპი. თუ А ჯგუფიდან გავარდებით, არც ეს იქნება სამყაროს დასასრული, მთავარია საჭირო კონცენტრაცია შევინარჩუნოთ ევრო 2020-ზე მოსახვედრად."

ჩერჩესოვის შესახებ -"რა მახსენდება ჩერჩესოვთან დაკავშირებით, რომელთან ერთადაც დიდი ხნის წინ ვმუშაობდი? როდესაც ინსბრუკში მივედი, მას ტრავმა ჰქონდა, მაშინ ის ზრდასრული ფეხბურთელი იყო. მეორე წრეში იგი დაბრუნდა შემადგენლობაში და ჩვენ ჩემპიონობა ვიზეიმეთ. სულ ეს არის რაც შემიძლია გითხრათ მასთან, როგორც მოთამაშესთან მიმართებით. რაც შეეხება მის სამწვრთნელო როლს, თქვენ ყველამ კარგად ნახეთ თუ რა მოხდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. რუსეთის ეროვნული ნაკრები ეს აგრესიული გუნდია, რომელიც ძალზედ პროფესიონალურად მუშაობს. დაცვიდან შეტევაში ელვისებურად გადადის, მოქმედებს დისციპლინირებულად, მიზანმიმართულად და აგრესიულად."

მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია ასევე დააფიქსირა, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა სერჟ გნაბრიმ -"რუსეთის ეროვნულმა გუნდმა ჩემში დიდი გაკვირვება გამოიწვია. არ ვფიქრობდი, რომ ისინი ასე შორს წასვლას შეძლებდნენ, გამოიყენებდნენ რა საკუთარ კონტრშეტევით ძალებს. სამწუხაროდ, ახლა მათ რიგებში მრავალი ტრავმირებული მოთამაშეა, მაგრამ მე ჩემი გუნდის მდგომარეობა მაღელვებს"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.