» » ვაგნერი ბუნდესლიგაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს

ვაგნერი ბუნდესლიგაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს

16-11-2018, 12:20
059
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ჩემპიონატში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. 30 წლის შემტევის განცხადებით, "ბაიერნის" ამჟამინდელი სატურნირო პოზიცია მოულოდნელია, თუმცა გუნდს აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ ჩემპიონობისათვის ბრძოლა განაგრძოს.


"ძალზედ რთულია შეხედო სატურნირო ცხრილს, მოცემულ მომენტში. ჩვენ მეხუთე ადგილზე ვიმყოფებით. გულშემატკივარი ამას ნამდვილად არ ელოდა. ეს ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონები უნდა გავხდეთ. ბუნდესლიგაში არ არსებობს უკეთ დაკომპლექტებული გუნდი, ვიდრე ჩვენია. "ბორუსიამ" რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ისინი ამ ფაქტს ვერ შეცვლიან. მე მათ საუკეთესო გუნდად არ მივიჩნევ."-ციტირებს სანდრო ვაგნერის სიტყვებს გამოცემა Bulinews.

შეგახსენებთ, მოცემულ მომენტში გერმანიის ჩემპიონატს, მოპოვებული 27 ქულით, დორტმუნდის "ბორუსია" ლიდერობს. მიუნხენის "ბაიერნი" კი 20 ქულით მე-5 პოზიციაზეა წარმოდგენილი. ზემოხსენებული ტურნირის ეგიდით, შემდეგ მატჩს "ბავარია" საკუთარ კედლებში, "დუსელდორფის" წინააღმდეგ გამართავს. 24 ნოემბერს ჩანიშნული შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 18:30 საათზე აიღებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..