» » შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან

შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან

16-ნოე-2018, 12:54
0261
როდესაც ხავი მარტინესი, სანდრო ვაგნერი და კინგსლი კომანი, ოთხშაბათს საღამოს ლუდსახარშ "პაულანერში" შევიდნენ, დამსწრე გულშემატკივრების სიხარულს, თვალებზე ადვილად ამოიკითხავდით. "რეკორდმაისტერის" ექვს ქომაგს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, წილად ხვდათ ბედნიერება "ოცნების მატჩში" მიეღოთ მონაწილეობა, ვაგნერისა და კომპანიის წინააღმდეგ.

ორ-ორ მოთამაშეებად დაკომპლექტებული გუნდები, "ბავარეილებს" შეერკინენ და მათი პატივისცემაც დაიმხსახურეს. "ისინი ძალზედ ძლიერად თამაშობდნენ, არ ვიცი რას აკეთებდნენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ უნდა ვივარაუდო, რომ ალბათ სავარჯიშო შეკრებაზე იყვნენ."-აცხადებდა ვაგნერი "შეხვედრის" დასასრულს.


ორმაგი სიხარული და ოცნებების ასრულება


მიუხედავად იმისა, რომ "ბავარიელებმა" ორი მარცხი იგემეს, მათ მაინც მიიღეს კმაყოფილება, მოწყდნენ რა ყოველდღიურ სავარჯიშო რუტინას. "ჩვენ ძალიან მოგვეწონა"-ვერ მალავდა ემოციებს ხავი მარტინესი, კინგსლი კომანმა კი თავის მხრივ დაამატა, რომ "სამაგიდო ფეხბურთში" იგი ახალბედა არ არის. "ადრე ინტერნეტში ძალიან ბევრს ვთამაშობდი"-აღნიშნა ფრანგმა ვინგერმა. ეს შესამჩნევიც იყო, რადგანაც სწორედ კომანი უქმნიდა ბევრ პრობლემას მოწინააღმდეგე გუდებს.

საბოლოო ჯამში, "რეკორდმაისტერის" ქომაგებმა ორმაგი სიხარული მიიღეს. გარდა იმისა, რომ ისინი საკუთარ კუმირებს შეხვდნენ, მათ გამარჯვებასაც კი მიაღწიეს "ოცნების მატჩში".

შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან

შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან

შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან

შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან

შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან

შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან

შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან

შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან

შეხვედრა "ბაიერნის" ქომაგებთან
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..