» » კინგსლი კომანი და არიენ რობენი დაბრუნებასთან ახლოს არიან

კინგსლი კომანი და არიენ რობენი დაბრუნებასთან ახლოს არიან

16-11-2018, 13:27 -ss- სიახლეები 0

კინგსლი კომანი და არიენ რობენი დაბრუნებასთან ახლოს არიან
ხუთშაბათ დღეს, ვარჯიშის დაწყებამდე, ნიკო კოვაჩი რამდენიმე კარგი სიახლის მომსწრე გახდა. სათადარიგო სავარჯიშო მოედანზე, ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა კინგსლი კომანი. ფრანგი ვინგერი ბურთთან ერთად სპრინტებზე ვარჯიშობდა. ძირითად გუნდში დაბრუნებასთან 22 წლის ფეხბურთელი, სულ უფრო ახლოს არის!


კიდევ ერთი კარგი სიახლე, ამჯერად არიენ რობენს უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ, მუხლის არეში არსებული მცირე პრობლემების გამო, ჰოლანდიელი შემტევი ბოლო დღეების განმავლობაში სპორტ-ცენტრში ინდივიდუალურად მუშაობდა. ხუთშაბათს კი მან სარბენ ბილიკებზე გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, ზემოხსენებული ეს ორი ინფორმაცია ნიკო კოვაჩისათვის სიხარულის მომტანი აღმოჩნდა.

"ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს, თავისი მოქმედებებით ძირითადი გუნდიც ანიჭებდა ბედნიერებას. ადვილად შესამჩნევი იყო, რომ სატურნირო ცხრილში არსებულ მდგომარეობას "ბავარიელებზე" უარყოფითი გავლენა ვერ მოეხდინა, პირიქით თითოეული ფეხბურთელი მონდომებული ჩანდა, რაც შეიძლება მალე აღმოფხვრას პირველ ადგილოსანთან დაფიქსირებული ქულათა სხვაობა. "ეს ნამდვილი გამოწვევაა, რომელიც უნდა მივიღოთ. ჩვენ გერმანიის ჩემპიონობა გვწადია"-აცხადებდა სანდრო ვაგნერი. "ჩვენ მხოლოდ ვერცხლის სინზე ვფიქრობთ და მზად ვართ უკანასკნელი ძალებიც კი გავიღოთ"-დასძინა ხავი მარტინესმა.

კინგსლი კომანი და არიენ რობენი დაბრუნებასთან ახლოს არიან

კინგსლი კომანი და არიენ რობენი დაბრუნებასთან ახლოს არიან

კინგსლი კომანი და არიენ რობენი დაბრუნებასთან ახლოს არიან

კინგსლი კომანი და არიენ რობენი დაბრუნებასთან ახლოს არიან

კინგსლი კომანი და არიენ რობენი დაბრუნებასთან ახლოს არიან

კინგსლი კომანი და არიენ რობენი დაბრუნებასთან ახლოს არიან
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..