» » Marca: "ბაიერნი" ხამესს არ გამოისყიდის

Marca: "ბაიერნი" ხამესს არ გამოისყიდის

16-11-2018, 13:50
0210
მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელზეც საკონტრაქტო უფლებები მადრიდის "რეალს" აქვს, შესაძლოა "სამეფო" გუნდს დაუბრუნდეს, მას შემდეგ რაც არენდის ხელშეკრულებას, მოქმედების ვადა ამოეწურება.


როგორც ესპანური გამოცემა Marca იუწყება, რომელიც თავის მხრივ მოცემულ ნიუსში Kicker-ს ეყრდნობა, მიუნხენელები არ აპირებენ 42 მილიონი ევროს გადახდას და გამოსყიდვის ოფციის გააქტიურებას. გერმანელებს მიაჩნიათ, რომ უმჯობესია არსებული თანხა ახალგაზრდა ტალანტებში ჩადონ, ვიდრე 27 წლის ფეხბურთელში. გუნდის განახლებისათვის კი მიუნხენური კლუბის ბოსები მზად არიან 200 მილიონი ევრო გაიღონ.

ზემოხსენებულ ინფორმაციას წინ უსწრებდა რამდენიმე სიახლე იმასთან დაკავშირებით, რომ ხამეს როდრიგესის შეძენით არაერთი ინგლისური გუნდია დაინტერესებული. მის ტრანსფერზე პრეტენზია აქვს ტურინის "იუვენტუსაც". მიმდინარე საფეხბურთო სეზონში კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით, ყველა ტურნირზე სულ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 3 გატანილი გოლის და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..