» » ბრიგელი: "გერმანიის ნაკრებს გვარდიოლას ფილოსოფიამ ილუზია წარმოუქმნა"

ბრიგელი: "გერმანიის ნაკრებს გვარდიოლას ფილოსოფიამ ილუზია წარმოუქმნა"

20-11-2018, 00:39 dachi8 სიახლეები 0

ბრიგელი:
ფრგ-ს ნაკრების ყოფილმა მცველმა ჰანს-პეტერ ბრიგელმა, რომელიც გერმანიის ფეხბურთის მარცხზე კომენტარს აკეთებდა, აზრი გამოთქვა, რომ „ბავარიის“ ყოფილი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ფილოსოფიამ, გერმანიას ილუზია წარმოუქმნა საჭიროება დაენახა მეტოქეზე ბურთის კონტროლით დომინირება მოეხდინა.


„ჩვენი გაგებიდან ძალიან მარტივი პრინციპი მიდის - ფეხბურთში შედეგი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თამაშის კონტროლი. მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ „ბავარიაში“ იმუშავა, გერმანიის ფეხბურთში რაღაც შეიცვალა. ჩვენ ილუზია გაგვიჩნდა, რომ მოგებისათვის თითქოსდა მატჩში 75% ბურთის კონტროლია მხოლოდ საჭირო, მაგრამ ეს საკმარისი არაა მოგებისათვის. ან ყოველთვის არაა საკმარისი. ცოცხალი მაგალითისთვის, შეიძლება მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დავასახელოთ - საფრანგეთის ნაკრები. ის ანახებს, რომ შეიძლება გამარჯვება ბურთის მეტოქეზე ჩაბარებით და 50%-ზე ნაკლები ბურთის ფლობით“, - ციტირებს ბრიგელს ინტერნეტ-გამოცემა Goal.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..