» » ზიულე: მე მათ ვერ შევედრები

ზიულე: მე მათ ვერ შევედრები

21-11-2018, 11:27 -ss- სიახლეები 0

ზიულე: მე მათ ვერ შევედრები
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ნიკლას ზიულე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი თანაგუნდელების, მატს ჰუმელსისა და ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს. 23 წლის უკანახაზელის განცხადებით, ორივე ზემოხსენებული მოთამაშე დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა, რომელთა სათამაშო კლასი გაცილებით მაღალია, ვიდრე საკუთრივ მისი.


"მატსი და ჟერომი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველებად რჩებიან, მე მათ ვერ შევედრები. არ შემიძლია ვთქვა, რომ მათთან ერთად თანაბარ დონეზე ვიმყოფები, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ტიტულის მოპოვება შეძლო ამ ორმა ფეხბურთელმა."-აცხადებს ახალგაზრდა "ბავარიელი".

გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა, ნიკლას ზიულემ ასევე გაიხსენა ერთი საინტერესო მომენტი მისი ცხოვრებიდან, როდესაც მას თურქეთის ფეხბურთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ. "თურქეთის ეროვნული ნაკრები? ერთხელ მე დამიკავშირდა გერმანულ ენაზე მოსაუბრე, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი. თავიდან მან თურქულ ენაზე დამიწყო საუბარი, მე მას ვუთხარი, რომ თურქული არ მესმოდა, ამის შემდეგ გერმანულ ენაზე მკითხა მქონდა თუ არა თურქული ფესვები, რაზეც ვუპასუხე -არა. საკითხი დაიხურა, ეს სასაცილო იყო." -ციტირებს გამოცემა Bayern & Germany ზიულეს სიტყვებს.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..