» » Bild : რობენი ბუნდესლიგაში "ბაიერნის" შანსებზე საუბრობს

Bild : რობენი ბუნდესლიგაში "ბაიერნის" შანსებზე საუბრობს

21-11-2018, 11:47 -ss- სიახლეები 0

Bild : რობენი ბუნდესლიგაში
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ბუნდესლიგაში "რეკორდმაისტერის" შანსებზე საუბრობს. ვეტერანი ვინგერის განცხადებით, "ბაიერნი" საჩემპიონო თამაშს ვერ დემონსტრირებს და შესაბამისად, ახლა ტურნირის მოგებაზე საუბარი, უადგილოდ მიაჩნია.


"მოცემულ მომენტში შეუძლებელია ისაუბრო, ტუნირის მოგებაზე, რადგანაც მიუნხენის "ბაიერნი" ამისათვის არასაკმარისად კარგია. რაც შეეხება ნიკო კოვაჩს, ის გამოირჩევა თავისი ამბიციურობით და იგი აუცილებლად გააგრძელებს გულმოდგინე მუშაობას. ნათელია, იყო "ბავარიის" მთავარი მწვრთნელი, ეს მარტივი საქმე არ არის."-ციტირებს არიენ რობენის სიტყვებს გამოცემა Bild-ი.

შეგახსენებთ, ამჟამად გერმანიის ჩემპიონატს მოპოვებული 27 ქულით დორტმუნდის "ბორუსია" ლიდერობს. მიუნხენის "ბაიერნი" 20 ქულით კი სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა წარმოდგენილი. ხსენებული ტურნირის ეგიდით, შემდეგ მატჩს "ბავარია" 24 ნოემბერს "ალიანც არენაზე" "დუსელდორფის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..