» » კინგსლი კომანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

კინგსლი კომანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

21-11-2018, 12:20 -ss- სიახლეები 0

კინგსლი კომანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა
მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივართათვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს, "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი. კინგსლი კომანი, რომელსაც მიღებული ტრავმის გამო, ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, სამშაბათ დღეს ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. 22 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა მიიღო, ინტენსიურ მოთელვებში და გადაცემების დამუშავებისათვის განხორციელებულ სავარჯიშოებში. ამის შემდეგ მან სათადარიგო მოედანზე გადაინაცვლა და ინდივიდუალური პროგრამით განაგრძო ფიზ-დატვირთვები.

არიენ რობენი, რომელსაც უწინ მუხლის არეში გარკვეული პრობლემები აღენიშნებოდა, ასევე ვარჯიშობდა გუნდთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მანაც, ისევე როგორც კომანმა, არასრული სამუშაო გასწია, რის შემდეგადაც კვლავ ინდივიდუალურ პროგრამას დაუბრუნდა. ეროვნული ნაკრების რიგებიდან ახლად დაბრუნებულმა რობერტ ლევანდოვსკიმ კი ვარჯიში სპორტ-ცენტრში გამართა. 30 წლის ფორვარდი მუხლის მცირე ტკივილებს უჩიოდა.

მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში, მიუნხენურ კლუბს სრულად დაუბრუნდებიან ის მოთამაშეები, რომლებიც სანაკრებო შეხვედრებს მართავდნენ. ამის შემდეგ "ბავარია" სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარებას შეძლებს და მოემზადება 24 ნოემბრისათვის. შეგახსენებთ, ამ დღეს გერმანული გრანდი, ბუნდესლიგის ეგიდით "დუსელდორფს" უმასპინძლებს.

კინგსლი კომანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

კინგსლი კომანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

კინგსლი კომანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

კინგსლი კომანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..