» » FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

22-11-2018, 12:31 -ss- მთავარი ამბები 2

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია
Servus, ალფონსო! ოთხშაბათს, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულს მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ ვარჯიშზე შეკრებილი თანაგუნდელები. ალფონსო დევისს მიეცა შესაძლებლობა გაეცნო როგორც მიუნხენელი კოლეგები, ისე კლუბის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი. 18 წლის კანადელი ბავარიის დედაქალაქს სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში ეწვია. მყისიერად გაიარა სამედიცინო შემოწმება და სავარჯიშო კომპლექსის დათვალიერებასაც შეუდგა.

"ოთხი კვირის განმავლობაში, სანამ ზამთრის შესვენება აიღებს სტარტს, ალფონსო გუნდთან ერთად ივარჯიშებს. მას ექნება დრო კლუბში და მიუნხენში ადაპტაციისათვის. 4 იანვარს იგი ოფიციალურად გახდება გუნდის შემადგენელი ნაწილი. მასთან მუშაობის დაწყებას სულმოუთმენლად ველით. დარწმუნებული ვარ იგი "ბავარიაში" პროგრესირებას გააგრძელებს და გუნდს დაეხმარება დასახული მიზნებისათვის ბრძოლაში. ვუსურვებ მას წინსვლას და წარმატებას."-ასე მიმართა "რეკორდმაისტერის" ახალწვეულს ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"ბაზის დათვალიერებისგან მიღებული პირველი შთაბეჭდილებები უბრალოდ წარმოუდგენელია. ბავშობიდან ჩემი სურვილი იყო, სწორედ ასეთი დიდებული კლუბის ნაწილი გავმხდარიყავი. ჩემი ოცნება ასრულდა და ეს დაუჯერებელია. ძალიან აღელვებული ვარ, ამავე დროს მოუთმენლად ველი მომავალს. მსურს ყოველდღე ვიმუშავო გულმოდგინედ და ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები ვარჯიშის განმავლობაში."-ციტირებს ალფონსო დევისის სიტყვებს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია

FCB : ალფონსო დევისი მიუნხენშია
0
0

GERMAN-BA-Y-ERN (24 ნოემბერი 2018 22:53)

ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის...
0

-ss- (22 ნოემბერი 2018 12:33)

წარმატებები ალფასონა bayern რა ორომტრიალი იქნება ეხლა ამის თავშიი kicha მაგის ადგილზე ერთი კვირა ვერ დავიძინებდი :))) lotebi
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.