» » ბოატენგი: სანაკრებო კარიერა არ დამისრულებია

ბოატენგი: სანაკრებო კარიერა არ დამისრულებია

22-11-2018, 13:09 -ss- სიახლეები 0

ბოატენგი: სანაკრებო კარიერა არ დამისრულებია
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას სანაკრებო კარიერა ჯერ არ დაუსრულებია. როგორც გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა აღნიშნა, მომავალი თაობისათვის სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია, მათ შორის იმ პოზიციაზეც სადაც იგი უკვე მრავალი წელია, რაც ასპარეზობს.


"ეროვნული ნაკრების რიგებში კარიერა არ დამისრულებია. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ სათამაშო პრაქტიკა, მათ შორის ჩემს პოზიციაზეც. ამასთან, მათ უნდა აჩვენონ სტაბილური თამაში. არ შეიძლება იფიქრო, რომ თუ შენ ერთი ან ორი კარგი შეხვედრა ჩაატარე ე.ი უკვე განაღდებული გაქვს ნაკრებში ძირითადი ადგილი. მე მრავალი წელი ვთამაშობდი, როგორც ეროვნული ნაკრების, ისე "ბაიერნის" შემადგენლობაში. ვიყავი სტაბლური, თუ არ ჩავთვლით კარიერაში არსებულ რამდენიმე პერიოდს." -ციტირებს გამოცემა Bild-ი ჟერომ ბოატენგის სიტყვებს.

შეგახსენებთ, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, სრული ფიასკო განიცადა. ხსენებული ტურნირის ბოლო შეხვედრაში "ბუნდესტიმმა" ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და მასთან ქულები გაიყო (2:2). საბოლოო ჯამში გერმანელები ბოლო ადგილზე დამკვიდრდნენ და В ჯგუფშიც დაქვეითდნენ.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..