» » კომენტარები : "ბაიერნი" 3 - 3 "ფორტუნა"

კომენტარები : "ბაიერნი" 3 - 3 "ფორტუნა"

25-11-2018, 12:13 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები :
შაბათს 24 ნოემბერს გერმანიის ჩემპიონატის 12-ე ტურის ეგიდით გამართულ ორთაბრძოლაში, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში დიუსელდორფის "ფორტუნას" უმასპინძლა. შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა და ტურის მთავარ სენსაციადაც იქცა. საფინალო სასტვენის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 3-3 იყო აღნიშნული. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.


ნიკო კოვაჩი -"ვფიქრობ კარგად აცნობიერებთ იმას, თუ რას განვიცდი ახლა. ძალიან გაბრაზებული ვარ. ანგარიში რამდენჯერმე მიგვყავდა, ვაკონტროლებდით მატჩის მსვლელობასაც. უბრალოდ ვერ ვიგებ, როგორ ვერ გამოვიყენეთ ის მომენტები, რაც გვქონდა. კიდევ უფრო საშინელია იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვიცავდით თავს გაშვებული გოლების შემდეგ. ასეთი შეცდომების მერე, ნებისმიერი დონის გუნდი დაგსჯის"

მანუელ ნოიერი -"ასეთი რამ არ უნდა გვემართებოდეს. ჩვენ წარმოუდგენლად გაწბილებულები ვართ და ისღა დაგვრჩენია მივიღოთ მოცემულობა. მუდამ მაქსიმუმს მოვითხოვთ საკუთარი თავისგან და საუკეთესო თამაშის ჩატარებას ველით. ჩვენი თავის მთავარი კრიტიკოსები თავად ჩვენ ვართ."

თომას მიულერი -"უკვე ოთხი მატჩია, რაც სახლში გამარჯვებას ვერ ვახერხებთ. თავადვე ვართ დამნაშავეები იმაში, რომ ტრიბუნებიდან გვისტვენდნენ. უნდა გავუგოთ გულშემატკივრებს. მიმდინარე შეხვედრაში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იყო გეფიქრა, რომ ეს მატჩი ფრედ დასრულდებოდა. როდესაც "ფორტუნასგან" სამ გოლს უშვებ, პირველ რიგში მიზეზები საკუთარ თავში უნდა ეძიო. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ისევ ბოლო წუთებში გავუშვით გოლი. ძალიან მარტივად ვაზროვნებთ, ასეთი შედეგის შემდეგ, არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ ჩემპიონობაზე. გვსურდა მოგება, სამი ქულის აღება და ნაბიჯის წინ გადადგმა."

ფრიდჰელმ ფიუნკელი ("ფორტუნას" მთავარი მწვრთნელი)- "რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვარ, რომ საფინალო სასტვენამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ანგარიშის გათანაბრება შევძელით. მნიშვნელოვანია, რომ მეორე მიღებული გოლის შემდეგაც კი, ჩვენ საკუთარ სტილში განვაგრძეთ ასპარეზობა. ვიყავით კომპაქტურები და სწორედ ასე ვიცავდით თავს. თუ "ბავარია" მეოთხე გოლს გაიტანდა, მაშინ ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა. ჩვენი გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ ლუკებაკიოს საკუთარი სისწრაფის ხარჯზე შეექმნა მომენტები. რა თქმა უნდა, გამართლების გარეშე დღევანდელ დღეს არ ჩაუვლია. როდესაც მიუნხენში ქულას იღებ, გაქვს განცდა თითქოს გამარჯვება მოიპოვე."

დოდი ლუკებაკიო -"ეს რთული მატჩი იყო. ყველამ კარგად იცოდა, რომ გერმანიის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. გვსურდა საკუთარი ძალები მაქსიმალურად გაგვეღო და ეს გავაკეთეთ კიდეც."
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..