» » ჰიონესი: ეს მიუღებელია!

ჰიონესი: ეს მიუღებელია!

26-11-2018, 12:39
0125
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ბუნდესლიგის ბოლო ტურში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ჰიონესის განცხადებით, "რეკორდმაისტერის" ასპარეზობა დეტალურ ანალიზს მოითხოვს და უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბენფიკასთან" დაგეგმილი ორთაბრძოლის შემდეგ, გარკვეული საკადრო ცვლილებების განხორციელებასაც არ გამორიცხავს.


"სამშაბათს "ბენფიკასთან" გასამართ შეხვედრაში, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი იქნება. ამის შემდეგ ჩვენ გავაანალიზებთ, არსებულ მოცემულობას. ფეხბურთელებმა კითხვები საკუთარ თავში უნდა ეძებონ. ისინი ზედმეტად მოსაწყენად თამაშობდნენ. მოცემულ მომენტში კოვაჩის გათავისუფლების საკითხი არ დგას, ვიმეორებ მოცემულ მომენტში. მაგრამ ის რაც მოხდა დღეს, უბრალოდ მიუღებელია."-ციტირებს ული ჰიონესის სიტყვებს გამოცემა Bayern & Germany.

გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ემოციებს ვერ მალავდა თავად ხორვატი სპეციალისტიც: "მხიარულებისგან ძალიან შორს ვარ. დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით. არ შეიძლება ასე იცავდე თავს ბუნდესლიგის მატჩებში. მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწე არც ერთ სპეციალისტს არ შეუძლია წინ აღუდგეს, ფეხბურთელების მიერ დაშვებულ ასეთ ინდივიდუალურ შეცდომებს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ვგრძნობ თავს. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ვიყო ამაზე მეტად გაბრაზებული, ვიდრე ახლა ვარ."-აცხადებდა ნიკო კოვაჩი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..