» » "ბავარიელებს" 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება სურთ

"ბავარიელებს" 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება სურთ

27-11-2018, 12:58 -ss- სიახლეები / ანონსი 1

წინ პლეი-ოფისკენ! უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრაში, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები შეეცდებიან, ვადაზე ადრე მოიპოვონ 1/8 ფინალში ასპარეზობის უფლება. სამშაბათს საღამოს "რეკორდმაისტერი" ალიანც არენაზე პორტუგალიის ვიცე-ჩემპიონს ლისაბონის "ბენფიკას" შეერკინება. პარალელურ შეხვედრაში კი ამსტერდამის "აიაქსი", რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა წარმოდგენილი, ათენის "აეკს" ეწვევა.

"პლეი-ოფში გასვლისათვის, ხვალინდელ მატჩში ჩვენ ერთი ქულის აღებაც გვყოფნის, თუმცა გვსურს, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ"-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკო კოვაჩმა. "ჩვენი სურვილია აღნიშნულ ტურნირზე გამოვიზამთროთ, ხვალინდელ ორთაბრძოლაში, შევეცდებით 1/8 ფინალში გასვლა გავინაღდოთ." როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამისათვის გერმანულ გრანდს ფრეც ჰყოფნის. გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში კი საკმაოდ კომფორტულ უპირატესობას შეიქმნის, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის ეგიდით, ამსტერდამის "აიაქსთან" მოახლოებული დაპირისპირებისათვის.

გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრის შემდეგ, სადაც "ბავარიამ" დუსელდორფის ბარიერი ვერ დაძლია, ნიკო კოვაჩისათვის აღნიშნული ორთაბრძოლა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. "დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ შეხვედრაში ბიჭები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ."-განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.


გნაბრის თამაში საეჭვოა


იმისათვის, რომ პორტუგალიელებმა შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნონ, მათ მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "არწივების" ბოლო გასვლითი თამაშები, არც თუ ისე წარმატებულია. გასულ საფეხბურთო სეზონში "ბენფიკამ" 6 შეხვედრიდან 5 წააგო. "კარგად გვესმის, რომ "ბენფიკას" გამარჯვების მოპოვება ესაჭიროება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ პირველივე წუთებიდან "ხარაკირზე" წავლენ"-დასძინა კოვაჩმა

დისკვალიფიკაციის გამო, პორტუგალიური კლუბი საკუთარი კაპიტნის, ჟარდელის გარეშე იასპარეზებს. "ბავარიელებს" კი კინგსლი კომანის და ტიაგო ალკანატარას გარეშე მოუწევთ ხსენებული ორთაბრძოლის გამართვა. საეჭვოა სერჟ გნაბრის თამაშიც, რომელიც არც "ფორტუნასთან" იყო წარმოდგენილი. მას კუნთების პრობლემა აღენიშნება და როგორც ნიკო კოვაჩმა განაცხადა, დიდი ალბათობით გნაბრი ამ თამაშს გამოტოვებს.

"სამწუხაროდ, საკადრო პრობლემები იმ სიტუაციის ნაწილია, რომელშიც აღმოვჩნდით. ძალიან ბევრმა მნიშვნელოვანმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო. ამ მოცემულობაში ჩვენ შეზღუდულები ვართ და უნდა დავკმაყოფილდეთ იმით რაც გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ამ თამაშის მოგება და აუცილებლად მოვიგებთ კიდეც"-აღნიშნა ნიკომ.

"ბავარიელებს" 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება სურთ

"ბავარიელებს" 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება სურთ

"ბავარიელებს" 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება სურთ

"ბავარიელებს" 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება სურთ
1
1

dachi8 (27 ნოემბერი 2018 16:04)

ფრეც აწყობთ და გადინ პირველი ადგოლიდან
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.