» » კონფლიქტი პაულ ბრაიტნერსა და ული ჰიონესს შორის

კონფლიქტი პაულ ბრაიტნერსა და ული ჰიონესს შორის

27-11-2018, 14:53 dachi8 სიახლეები 0

კონფლიქტი პაულ ბრაიტნერსა და ული ჰიონესს შორის
როგორც ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild იუწყება, ული ჰიონესმა თავის ყოფილ მეგობარს და „ბავარიის“ ლეგენდას აუკრძალა „ალიანც არენაზე“ VIP-ლოჟაში გამოჩენა, მას შემდეგ, რაც ბრაიტნერმა სახალხოდ გააკრიტიკა „ბავარიის“ ბოსები, ოქტომბერში გამართული პრეს-კონფერენციის გამო.

ბრაიტნერმა დაადასტურა, რომ ული ჰიონესმა აუკრძალა „ალიანც არენის“ VIP-ლოჟაში გამოჩენა. „მე მისტერ დრეზენმა დამირეკა („ბავარიის“ ფინანსური დირექტორი) და მითხრა, რომ ული აღარ შემიშვებს საპატიო სტუმრის სტატუსით. ვუთხარი, რომ ამას ველოდებოდი და VIP-ლოჟაში არის ზოგიერთი სახე, რომლის დანახვაც არ მსურს. გადავწყვიტე კლუბს დავუბრუნო ჩემი 2 საპატიო ბარათი, არ მსურს ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, რომ უფასო ბილეთებს ვსაჭიროებ“.

შეგახსენებთ, რომ პაულ ბრაიტნერსა და ული ჰიონესს შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ოქტომბერში გამართული პრეს-კონფერენციის შემდეგ „ბავარიის“ ლეგენდამ პაულ ბრაიტნერმა რეკორდმაისტერის ბოსები სახალხოდ გააკრიტიკა, მის კრიტიკაში კი ნათქვამი იყო:

„ამ პრეს-კონფერენციით მათ ის სამუშაო ჩამოანგრიეს, რომელიც კლუბმა ბოლო წლებში გაატარა, რათა ქედმაღლობიდან ამოსულიყვნენ. მე ჯერ კიდევ დეპრესიაში ვარ, რადგან არასოდეს წარმოვიდგენდი, რომ „ბავარია“ ასეთ სისუსტეს გამოავლენდა. ული ჰიონესისთვის „ბავარია“ ყოველთვის ოჯახი იყო. დღეს ამ ოჯახის შვილებმა უნდა თქვან: „ჩვენ გვრცხვენია მამის გამო“. - ნათქვამი იყო ბრაიტნერის კრიტიკაში.

1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..