» » კომენტარები : "ბაიერნი" 5 - 1 "ბენფიკა"

კომენტარები : "ბაიერნი" 5 - 1 "ბენფიკა"

28-11-2018, 10:44 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 2

კომენტარები :
სამშაბათს 27 ნოემბერს, "ალიანც არენაზე" შეკრებილი პუბლიკა უხვგოლიანი მატჩის მომსწრე გახდა. უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" ლისაბონის "ბენფიკას" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე გუნდი. წარმოგიდგენთ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი "დღეს ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდა. როგორც იქნა, ვაჩვენეთ ბრწყინავალე თამაში სრული 90 წუთის განმავლობაში. ვიყავით შესანიშნავად კონცენტრირებულები და ამავე დროს კარგად ვიცავდით საკუთარ თავსაც. მოედნის ცენტრს მყისიერად გავდიოდით და თამაშს ვაკონტროლებდით. გუნდმა ამ მონდომებით, საკუთარი თავი დაასაჩუქრა."

ჰასან სალიჰამიჯიჩი "დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ. გვსურს ამავე სულისკვეთებით განვაგრძოთ. გუნდმა აიღო პასუხისმგებლობა და იასპარეზა როგორც კლუბისათვის, ისე მთავარი მწვრთვნელისათვის. ამით შეიძლება იამაყო."

არიენ რობენი "ჩემს მიერ გატანილი გოლები, გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რაც ამავე დროს ძალიან სასიამოვნო გახლდათ. შაბათს განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, გვინდოდა კარგი თამაში ჩაგვეტარებინა, მათ შორის ჩვენი გულშემატკივრებისთვის. დიდი გუნდი, წაქცევის შემდეგ, ყოველთვის დგება და ჩვენ ეს შევძელით. მოვახდინეთ შესანიშნავი ტემპის დემონსტრირება, გამოვიყენეთ მომენტები, ვიყავით კომპაქტურები და ვმოქმედებდით მკვეთრად. რა თქმა უნდა, გვინდოდა მშრალი ანგარიშით მოგვეგო, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი იყო მანუსათვის, მაგრამ 5-1 ეს დამაჯერებელი გამარჯვებაა. სწორედ ეს არის ის, რაც გვჭირდება. მოხარული ვარ ნიკოს გამოც. მან დაიმსახურა ეს გამარჯვება. იგი მთელი თავისი ძალებით შრომობს. ჩვენ ყოველდღე ერთად ვმუშაობთ და გვაქვს შესანიშნავი ურთეიერთობა."

რუი ვიტორია ("ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი) "არასაკმარისად კარგად ვითამაშეთ. საკუთარი სტრატეგიის რეალიზება ვერ მოვახდინეთ. დაცვაში თამაშის დროს, უკეთ გვმართებდა ორგანიზება და ბურთის ართმევის შემთხვევაში, მეტად აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ეს არ გამოგვივიდა, გარდა ამისა აღსანიშნავია "ბაიერნის" თამაშიც. ისინი დომინირებდნენ და ჩვენს მოქმედებებს ზღუდავდნენ. ეს გუნდი ევროპის საუკეთესო კლუბთა ჩამონათვალშია. უნდა გავაანალიზოთ დღევანდელი თამაში. "ბავარიამ" დამსახურებულად მოიგო."
1
0

-ss- (29 ნოემბერი 2018 11:49)

dachi8,
აბაა, რამდენი ხანია ესეთი მატჩი არ ჰქონია lotebi
0

dachi8 (29 ნოემბერი 2018 01:43)

რობენმა მართლა იფრინააა, ძველი რობენი გამახსენაა <3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.