» » მიულერი : ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო

მიულერი : ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო

29-11-2018, 11:13 -ss- სიახლეები 0

მიულერი : ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში "ბენფიკასთან" მოპოვებული გამარჯვების შესახებ საუბრობს. მიულერის განცხადებით, ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, როგორც "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელისათვის, ისე გუნდში მოასპარეზე თითოეული ფეხბურთლისათვის.


"რა თქმა უნდა, "ბენფიკასთან" მოპოვებული გამარჯვება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ის ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელისათვის. თითოეულ ჩვენთაგანს სურს კლუბმა წარმატებებს მიაღწიოს. გვსურს ვაჩვენოთ, რომ ბოლომდე მხარს ვუჭერთ კოვაჩს. მიუხედავად ამისა, ეს შეხვედრა არ ყოფილა, მხოლოდ მწვრთვნელისათვის. ჩვენ ვითამაშეთ მთლიანად გუნდისათვის, რათა 3 ქულა მოგვეპოვებინა და შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით."

"ვცდილობთ, არ მივაქციოთ ყურადღება იმ ინფორმაციულ წნეხს, რაც ჩვენი გუნდის მისამართით ვრცელდება. კარგად ხედავთ, რამდენი მიკროფონია ახლა ჩემს ირგვლივ, ეს რაღაც დაუჯერებელია. რა თქმა უნდა, ეს ნაწილია იმ პერიოდის, რასაც კრიზის ვეძახით. ჩვენი სურვილია, ეს პერიოდი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს."-ციტირებს თომას მიულერის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.