» » ლევანდოვსკი: ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ

ლევანდოვსკი: ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ

29-11-2018, 11:48 -ss- სიახლეები 0

ლევანდოვსკი: ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი გოლიადორი რობერტ ლევანდოვსკი, გერმანიის ჩემპიონატში, მისი კლუბის შანსებზე საუბრობს. 30 წლის ფორვარდის განცხადებით, მიუხედავად დორტმუნდის "ბორუსიასთან" არსებული ქულათა სოლიდური სხვაობისა, "ბავარიას" აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობა, კარდინალურად შეცვალოს.


"აუცილებელია მოვიგოთ ბუნდესლიგაში დარჩენილი ყველა თამაში და შემდგომ დაველოდოთ, როგორ განვითარდება მდგომარეობა სატურნირო ცხრილში. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ჩვენი მოცემულობა არასახარბიელოა, არ გვაქვს უფლება ვიფიქროთ, თითქოს ყველაფერი დასრულებულია. რა თქმა უნდა, ქულათა სხვაობა დიდია, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია, რომ მოხდეს. არ არის მართებული, მხოლოდ ამაზე ფიქრი. ახლა მნიშვნელოვანია კონკრეტული თამაშები. თუ ზამთრის შესვენებამდე დარჩენილ 5 მატჩს მოვიგებთ, ეს გუნდში არსებულ განწყობაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს."

"სისულელეა შეადარო ერთმანეთს, გერმანიის ჩემპიონატი და უეფას ჩემპიონთა ლიგა. ბუნდესლიგაში ჩვენი მეტოქეების უმრავლესობა, ღრმა დაცვაში ზის და გვაძლევს მცირე სივრცეს მანევრებისათვის. უნდა ეძებო თავისუფალი ზონები და სწრაფად იმოქმედო კონტრშეტევისას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების გარეშე არ დაგრჩეს დაცვა, ამ მხრივ ბევრი რამ, გასაუმჯობესებელი გვაქვს."-ციტირებს ბუნდესლიგის პრეს-სამსახური რობერტ ლევანდოვსკი სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.