» » კოვაჩი : საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ

კოვაჩი : საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ

1-12-2018, 12:05 -ss- სიახლეები 0

კოვაჩი : საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ეგიდით, ბრემენის "ვერდერთან" მოახლოებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს საუკეთესო მატჩის ჩატარება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დორტმუნდის "ბორუსიასთან" არსებული ქულათა სხვაობა, კიდევ უფრო სოლიდური გახდება.


"საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. ეს უნდა შევძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სატურნირო ცხრილის ზედა ეშელონებთან ჩამორჩენა, კიდევ უფრო გაიზრდება. კინგსლი კომანი, ტიაგო ალკანტარა და სერჟ გნაბრი, ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ამის გათვალისწინებით კი ჩვენს განკარგულებაში 17 ჯანმრთელი ფეხბურთელია. რაც შეეხება სათამაშო სქემას, ორი საყრდენი ნახევარმცველით თამაში დამატებით თავდაჯერებულობას შეგვმატებს და მოგვცემს შესაძლებლობას უკეთ გამოვიყენოთ ჩვენი შეტევითი პოტენციალი."-ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს მიუნხენური კლუბის პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, ბრემენის "ვერდერისა" და მიუნხენის "ბაიერნის" დაპირისპირება 1 დეკემბერს, "ვეზერშტადიონზე" გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.