» » კომენტარები: "ვერდერი" 1 - 2 "ბაიერნი"

კომენტარები: "ვერდერი" 1 - 2 "ბაიერნი"

2-12-2018, 12:42 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები:
შაბათს 1 დეკემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, მიუნხენის "ბაიერნი" ბრემენის "ვერდერს" ეწვია. მატჩი სტუმარი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა. ამ წარმატებული გამოსვლით მიუნხენელებმა 24 ქულა დააგროვეს და მოცემულ მომენტში სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან. წარმოგიდგენთ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.


ნიკო კოვაჩი -"დღეს ჩემმა გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზა. როგორც ტექნიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით. მოედანზე გამართულმა ბრძოლამ, მოგვცა შეხვედრაში დომინირების შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებდით და ვთამაშობდით კარგად. ერთადერთი რაც შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი ყოფილიყო, ეს მომენტების რეალიზაციაა. პირადად დავითვალე 6-7 სახიფათო მომენტი, რომელიც გოლით უნდა დამთავრებულიყო. დაცვაში ჩადგომისას მთელი გუნდით ვიწევდით და შემდგომ მყისიერად ვერთვებოდით შეტევაში. ყველამ კარგად ნახა, თუ ჩვენ თავისუფალ ზონებს გვიტოვებენ, მაშინ საკუთარი ხარისხის დემონსტრირებას ვახდენთ. მსურს მიუვულოცო გუნდს ეს გამარჯვება."

სერჟ გნაბრი -"ამ გამარჯვებამ დიდი შვება მოგვიტანა, შეგვმატა დამატებითი თავდაჯერებულობა და კარგი განწყობა. მეტოქეს მოქმედების საშუალებას არ ვაძლევდით. საბოლოო ჯამში ორთაბრძოლა გამარჯვებით დასრულდა. რა თქმა უნდა, შესანიშნავად ვიცით სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობა, ამიტომ სამი ქულა მნიშვნელოვანი იყო. აგრეთვე გახარებული ვარ იმითაც, რომ ორი გოლი გავიტანე და გუნდს გამარჯვება მოვუპოვე. შემადგენლობაში დაბრუნდა რამდენიმე ფეხბურთელი და ეს ძალიან კარგია. ჩვენ ჯანსაღი კონკურენცია გვესაჭიროება."

ფლორიან კოხფელდტი ("ვერდერის" მთავარი მწვრთნელი) -"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბავარია" როგორც გუნდი ბრწყინვალედ მოქმედებდა. ჩვენ დავმარცხდით ძალიან ძლიერ მეტოქესთან. დღეს არ იყო საუკეთესო მომენტი, მსგავსი ტოპ-კლუბის მოწინააღმდეგესთან შერკინებისთვის."

მაქს კრუზე ("ვერდერის" კაპიტანი) -"კვლავაც მარტივი გოლები გავუშვით. ასეთი რამ არ უნდა გვემართებოდეს. თუ შენ, მსგავს გოლებს უშვებ "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშის დროს, საბოლოო ჯამში აუცილებლად დამარცხდები"
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.