» » Omnisport : რობენი სეზონის ბოლოს "ბავარიას" დაემშვიდობება

Omnisport : რობენი სეზონის ბოლოს "ბავარიას" დაემშვიდობება

3-12-2018, 12:57 -ss- სიახლეები 2

Omnisport : რობენი სეზონის ბოლოს
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასასრულს "რეკორდმაისტერს" დაემშვიდობება. "მფრინავი ჰოლანდიელი" მიუნხენური კლუბის რიგებში 2009 წლიდან ასპარეზობს. მთელი ამ დროის განმავლობაში მან "ბაიერნის" მაისურით 305 შეხვედრა გამართა, გახდა 143 გატანილი გოლის და 101 შედეგიანი გადაცემის ავტორი.

შთამბეჭდავია გერმანულ გრანდთან ერთად მოპოვებული ტიტულების რაოდენობაც. რობენი ბუნდესლიგის შვიდგზის გამარჯვებული, გერმანიის თასის ოთხგზის მფლობელი და 2012/13 წლის საფეხბურთო სეზონის, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონია. გარდა ამისა ჰოლანდიელის ანგარიშზე 2013 წელს მოპოვებული სუპერთასი და საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ჯილდოც ფიქსირდება.

"ეს გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მივიღე. ვფიქრობ, რომ იგი სწორია და აუცილებელია ამაზე ახლა განვაცხადო. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უკვე 10 წელია რაც აქ ვიმყოფები. ეს საოცარი წლები იყო. უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ამ ასაკში, კვლავ ასეთ დონეზე თამაში შემიძლია, მაგალითად ისე, როგორც ეს "ბენფიკას" წინააღმდეგ იყო."-ციტირებს გამოცემა Omnisport-ი ვეტერანი "ბავარიელის" სიტყვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობენი საკუთარ საკლუბო კარიერას ჰოლანდიაში გააგრძელებს.
0
0

qutaturi (3 დეკემბერი 2018 22:14)

ლეგენდა გულში ხარ და იქნები ყოველთვის
0

-ss- (3 დეკემბერი 2018 13:04)

ფეხბურთელი, რომელმაც ფრანკთან ერთად "ბაიერნის" ახალი ეპოქა შექმნა worthy
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.