» » ხამესი: მიუნხენში დარჩენა მსურს, მაგრამ...

ხამესი: მიუნხენში დარჩენა მსურს, მაგრამ...

4-12-2018, 12:29 -ss- სიახლეები 0

ხამესი: მიუნხენში დარჩენა მსურს, მაგრამ...
მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, ესპანური სპორტული გამოცემის, Mundo Deporivo-ს სტუმარია. ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში 27 წლის ფეხბურთელი საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ხამესის განცხადებით, მას მიუნხენში დარჩენა სურს, თუმცა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო, მზად არის კლუბის შეცვლაზე იფიქროს.


"ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ მე სულ უფრო ცოტა სათამაშო დრო მეძლევა. თუ მომიწევს მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება სათამაშო დროის უკმარისობის გამო, მე ამას გავაკეთებ. თუმცა ჩემი სურვილი იქნებოდა მიუნხენში დარჩენა. აქ საკუთარ თავს გუნდის ნაწილად ვგრძნობ და გულშემატკივრების მხრიდან დიდ სიყვარულს განვიცდი."-ციტირებს გამოცემა Mundo Deporivo ხამეს როდრიგესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელ ფეხბურთელზე საკონტრაქტო უფლებები მადრიდის "რეალის" ხელშია. როდრიგესი მიუნხენის "ბაიერნს" არენდის წესით 2017 წელს შეუერთდა და გერმანულ გრანდში მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლომდე უნდა იასპარეზოს. ამის შემდეგ კი "რეკორდმაისტერს" აქვს უფლება ხელშეკრულებაში არსებული გამოსყიდვის ოფცია გააქტიუროს, თუმცა სანაცვლოდ 42 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..