» » ინტერვიუ არიენ რობენთან

ინტერვიუ არიენ რობენთან

4-12-2018, 13:48 -ss- ინტერვიუ 1

ინტერვიუ არიენ რობენთან
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი, ლეგენდარული არიენ რობენი, მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. შეგახსენებთ, ვეტერანმა ვინგერმა პრესის საშუალებით საჯაროდ განაცხადა, რომ ეს მისი უკანასკნელი საფეხბურთო სეზონია, გერმანული გრანდის რიგებში. წარმოგიდგენთ ხსენებული ფეხბურთელის ინტერვიუს, რომელსაც "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

არიენ, ზაფხულში 10 წლის თავაზე, შენ გადაწყვიტე "ბავარიაში" საკუთარი კარიერა დაასრულო. როგორ მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე?

რა თქმა უნდა, საკუთარ მომავალზე ბევრი ვიფიქრე. გასულ წელსაც იგივე მდგომარეობა იყო, როდესაც ჩვენ კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივეთ კონტრაქტი. ამ წელსაც განვიხილეთ ეს საკითხი, თუმცა მივედი იმ აზრამდე, რომ - მოვიდა დრო. ეს 10 წელი ბრწყინვალე პერიოდი იყო. ზაფხულში 35 წელი შემისრულდება და მიმაჩნია, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება წამადგება, როგორც მე, ისე თავად კლუბსაც. ინტუიციამ მიკარნახა ეს გადაწყვეტილება. მე ძველებურად ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, თუმცა დგება მომენტი როდესაც აცნობიერებ, რომ - საკმარისია.

მაგრამ კარიერის დასრულებას არ აპირებ...

რაც შეეხება ზოგადად კარიერის დასრულებას, ეს საკითხი კვლავ ღიად რჩება და შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს. სწორედ ამიტომ დადგა, საჭირო მომენტი გადაწყვეტილების გამოცხადების. ჩვენ ეს საკითხი გავიარეთ და ახლა ყველამ იცის, რომ ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია "ბავარიაში". მქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ კარგად გამეცნობიერებინა ჩემი მომავალი და შემდეგი ნაბიჯი. შესაძლებელია მთლიანად დავასრულო კარიერა, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ კვლავ განვაგრძო თამაში, იმ შემთხვევაში თუ კარგ და საინტერესო წინადადებას მივიღებ.

ინტერვიუ არიენ რობენთან


გასულ სამშაბათს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი გაიფორმე. ფიზიკური თვალსაზრისით შენ შესანიშნავ ფორმაში ხარ. ღირს ასეთ ფორმაში მყოფმა დაასრულო კარიერა?

მოხარული ვარ, რომ 34 წლის ასაკში გარემარბის პოზიციაზე ძველებურად შემიძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა. ეს რაღაც განსაკუთრებულია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. უარესი იქნებოდა კარიერის დასრულება მაშინ, როდესაც ხვდები რომ თამაში აღარ შეგიძლია. ასე, რომ მიხარია ასეთი მოცემულობა, ეს კარგია.

შენ თითქმის 10 წელია, რაც "ბავარიაში" ხარ, რას ნიშნავს ეს კლუბი და ქალაქი შენთვის?

ძალიან ბევრს! მათ შორის ჩემი ოჯახისთვისაც. 10 წელი ეს ძალიან დიდი დროა. ჩემი ორი შვილი სწორედ აქ დაიბადა. მე ძალიან მადლიერი ვარ ამ კლუბის. ქალაქის, ადამიანების, გულშემატკივრების მხრიდან მუდამ ვგრძნობდი მხარდაჭერას. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი და ჩემი წვლილი შევიტანე მის წარმატებაში.

ფრანკ რიბერისთან ერთად, "ბაიერნის" ახალი ეპოქა შექმენით. როგორ ფიქრობ, ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორებიც არიან კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი, შეძლებენ ანალოგიურის მიღწევას?

ამას ვიმედოვნებ მთელი გულით. მათ წინ ძალიან დიდი გზა აქვთ გასავლელი, თუმცა ამავე დროს მათ უდიდესი ტალანტი გააჩნიათ. ასეთი ტალანტები არა მხოლოდ ჩვენს პოზიციაზეა. იმედს ვიტოვებ "ბავარია" განაგრძობს შემდგომ განვითარებას. სერჟი და კინგსლი ძალიან კარგი ბიჭები არიან. მათ სურთ საკუთარი თავის განვითარება გააგრძელონ და აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები გულომდგინე მუშაობით. ორივე ამ ფეხბურთელს შესანიშნავი მახასიათებლები აქვს. სიამოვნებით ვაკვირდები მათ. იმედი მაქვს პროგრესირებას შეძლებენ და კლუბში საკვანძო როლი ექნებათ.

ინტერვიუ არიენ რობენთან


რა ურჩევდით ორივე ამ ფეხბურთელს?

ჩვენ ყოველდღე ერთად ვმუშაობთ და ვურთიერობთ. აუცილებლობის დროს ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ. გარდა ამისა, ამ პოზიციაზე უმნიშვნელოვანესია გამოცდილება. აუცილებელია მისი დაგროვება, ბევრი მუშაობა. არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე უკვე მიღწეულით და მუდამ უნდა ეცადო, რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდე. შენი თამაშით გუნდს უნდა ეხმარებოდე.

"ბაიერნის" რიგებში, რა მიზნები გაქვს საკუთარ ბოლო სეზონში?

"ცოტა უცნაურია ამაზე ფიქრი. ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ჩემს წასვლაზე, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი დროა. სასიამოვნოა, როდესაც ვაცნობიერებ, რომ "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართულ ტოპ-ბრძოლაში, ტოპ-თამაში ვაჩვენე. სწორედ ამის გაგრძელება მსურს. ჩემი სურვილია, ბოლო მომენტამდე საჭირო როლი შევასრულო და ჩემი თამაშით გუნდს დავეხმარო. მიზანი - როგორც მინიმუმ, ერთი ტიტულის დაუფლებაა."
1
0

qutaturi (5 დეკემბერი 2018 11:20)

კაი რა რობ მთელი ინტერვიუ ტანში ჟრუალით და მოწოლილი ცრემლებით წავიკითხე ....მაგრად დამაკლდებით შენ და დაღიანი ჩვენ ერთ დიდი ეპოქა ერთად ვიყავით ....ყოვეთვის გულში და იმედია გუნდშიც დარჩებით კარიერის მერე
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.