» » მათეუსი : ეს "ბაიერნის" მთავარი შეცდომა იყო

მათეუსი : ეს "ბაიერნის" მთავარი შეცდომა იყო

7-12-2018, 11:18 -ss- სიახლეები 0

მათეუსი : ეს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. მათეუსის განცხადებით, აუცილებელი იყო შემადგენლობის გადახალისება, რადგანაც გუნდში მოტივაციის ნაკლებობა შეინიშნება.


"დროება იცვლება, ფეხბურთი სულ უფრო სწრაფი ხდება, ახალი თაობა წამყვან პოზიციებს იკავებს. მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი შეცდომა, იმაში მდგომარეობდა, რომ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, მათ არაფერი არ შეცვალეს. კოვაჩი იძულებული იყო ემუშავა ფეხბურთელებთან, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაფერი მოიგეს. ზოგიერთ მათგანში მოტივაციის არარსებობას ვხედავ. როგორ შეიძლება განეწყო ორთაბრძოლისთვის, როდესაც ექვსჯერ ზედიზედ დაეუფლე ჩემპიონის ტიტულს? საქმე ამ ფეხბურთელებში არა არის, ეს ფსიქოლოგიურ დონეზე ხდება."

"შესაძლებელია, კოვაჩმა მცდარი გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა დარწმუნებული ვარ იგი სათანადო დასკვნებს გააკეთებს. ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობს იმისათვის, რომ საკუთარი ფეხბურთელები უკეთესები გახდნენ. მიმაჩნია, რომ კლუბის და გულშემატკივრების მხარდაჭერის შედეგად, მას შეეძლება "ბავარიას" ჩვეული წარმატება დაუბრუნოს."-ციტირებს გამოცემა Goal ლოთარ მათეუსის სიტყვებს.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..