» » კომანი: "მე არ ვარ მომავალი რიბერი"

კომანი: "მე არ ვარ მომავალი რიბერი"

8-12-2018, 04:41
081
„ბავარიის“ ფრანგმა ვინგერმა, კინგსლი კომანმა მასსა და ფრანკ რიბერის შორის შედარებაზე და ბუნდესლიგის ჩემპიონობაზე ისაუბრა.

„ახალი რიბერი? არა, ეს შეუძლებელია. არავის არ შეუძლია იყოს ფრანკ რიბერის მემკვიდრე, რადგან მხოლოდ ერთი ფრანკი არსებობს. ის შესანიშნავი მაგალითი გახლავთ ჩემთვის და ჩემი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ისევე კარგად ვითამაშო, როგორც ის, მაგრამ ჩემებურად. მე - კომანი ვარ და არა ახალი ფრანკ რიბერი“.

„რა თქმა უნდა ეს ოცნებაა, ერთხელაც ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე „ბავარიისთვის“ როგორიც რობენი და რიბერია. მსურს მოლოდინები გავამართლო, რომელიც კლუბს აქვს ჩემს მიმართ. სურვილი მაქვს, დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე „ბავარიაში“ და ისეთივე კარიერა გავიკეთო, როგორიც მათ აქვთ“.

რაც შეეხება ბუნდესლიგაში სიტუაცის: „ჩემპიონატში გამარჯვება ჯერ კიდევ შესაძლებელია. მეორე წრეში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დორტმუნდის „ბორუსიას“ „ალიანც არენაზე“ მოვუგოთ, მაშინ ქულათა სხვაობა 6 ქულა იქნება. ჩვენ გვსურს და ჯერ კიდევ შეგვიძლია გავხდეთ ჩემპიონები:, - განაცხადა კინგსლი კომანმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..