» » კომენტარები : "ბაიერნი" 3 - 0 "ნიურნბერგი"

კომენტარები : "ბაიერნი" 3 - 0 "ნიურნბერგი"

9-12-2018, 12:20 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0 39

შაბათს 8 დეკემბერს, მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატის მე-14 ტურის ეგიდით, საფეხბურთო კლუბი "ნიურნბერგი" მიიღო. ნიკო კოვაჩის შეგირდებმა მეტოქე გუნდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს და მოცემულ მომენტში სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი -"დღეს მოწინააღმდეგე გუნდს 90 წუთის განმავლობაში, თითქმის არაფრის გაკეთების საშუალება არ მივეცით. ჩვენ ბევრ მომენტებს ვქმნიდით. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ, ეს თავდაჯერებულობას შეგვმატებს. პოზიტიური შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ზედიზედ სამი შეხვედრა მოვიგეთ და სამივე მათგანში, საკუთარი გუნდის თამაშის სტილით კმაყოფილი დავრჩი."

იოზუა კიმიხი "ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ამ სეზონში ვიმყოფებით, ჯერ არასდროს ვყოფილვარ. გასულ სეზონში იყო პერიოდი როდესაც პირველობა ცოტა ხნით დავთმეთ, მაგრამ ახლა პირველადგილოსანთან სხვაობა დიდია. დორტმუნდმა კვლავ მოიგო. ასე, რომ წინ საინტერესო სეზონი გველის. ახლა ჩვენ ისეთ მოცემულობაში ვართ, რა დროსაც გუნდმა საკუთარი ხასიათი უნდა გამოავლინოს."

იხაელ კიოლნერი ("ნიურნბერგის" მთავარი მწვრთნელი) -"როდესაც შეხვედრას ანგარიშით 0-3 აგებ, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ დარჩები. დიდი ხნის მანძილზე დაცვაში კარგად ვასპარეზობდით. გასვლით შეხვედრებში ასეთი რამ ხშირად არ გამოგვდის. სახლში უქულოდ დაბრუნება უსიამოვნოა. მოწინააღმდეგეს ზედმეტი პატივისცემით მოვეკიდეთ. ართმევებზე უფრო მკვეთრად უნდა გვემოქმედა. მეორეს მხრივ "ბავარია" სწრაფი გუნდია და მის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედება ძალზედ რთულია."

ჯორჯ მარგრაიტერი ("ნიურნბერგის" მცველი) -"გვსურდა, რომ "ბაიერნს" გამარჯვების მიღწევის შემთხვევაში მეტი "ფასი" გადაეხადა. ამ სეზონში, ძლიერ მეტოქეებთან პრობლემები გვქონდა, რამდენჯერმე დიდი ანგარიშით დავმარცხდით. დღეს ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ 3-0 წაგება რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. ჩვენ რეალისტები ვართ და კარგად ვაცნობიერებთ, რომ მეორე ბუნდესლიგიდან აღზევებული გუნდისათვის, აქ ქულების დაგროვება რთულია. პირველ ტაიმში უფრო მეტი აქტიურობა გვმართებდა, უფრო მეტად აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით, ართმევებზე თამაშის დროს."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..