» » Goal: ლიოვმა ჰუმელსი და ბოატენგი გააკრიტიკა

Goal: ლიოვმა ჰუმელსი და ბოატენგი გააკრიტიკა

9-12-2018, 18:53
095
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელების თამაშით უკმაყოფილოა. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ლიოვმა აღნიშნა რომ მატს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი, მოცემულ მომენტში სათანადო ხარისხის ფეხბურთს ვერ დემონსტრირებენ. ასეთი თამაშით კი ბუნდესნაკრების რიგებში მოხვედრა - წარმოუდგენელია.


"ჰუმელსი და ბოატენგი იმ შემთხვევაში თამაშობენ გერმანიის ეროვნული ნაკრების რიგებში, როდესაც შესაბამის ფორმაში იმყოფებიან. ბოლო შეხვედრებში მე ეს ვერ დავინახე. არ ვიცი რა იქნება სამი ან ოთხი თვის შემდეგ, მაგრამ ვგეგმავ გამოვიძახო ის ფეხბურთელები, რომლებიც კარგ თამაშს აჩვენებენ."-ციტირებს გამოცემა Goal-ი იოაჰიმ ლიოვის სიტყვებს.

ლიოვი, გარდა ზემოხსენებული საკითხისა, მის სამომავლო გეგმებსაც შეეხო. ესპანურ გამოცემასთან საუბრისას, მან დაადასტურა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი დაინტერესებულია საკლუბო მუშაობით.

"კლუბის მწვრთნელად რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი და ახლაც ვფიქრობ დავუბრუნდე ამ საქმიანობას. ნათელია, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობის დიდი დრო, უკვე ზურგს უკან მოტოვებულია. ვფიქრობ, მალე მოვა ის დრო როდესაც უნდა ვიფიქრო, თუ რა გავაკეთო სამომავლოდ. გავიმეორებ, მე ძველებურად ვარ დაინტერესებული კლუბში მუშაობით. ჩემი აზრით მოღვაწეობა უნდა გავაგრძელო გერმანიის ფარგლებს გარეთ და არა გერმანიაში. ესპანური გუნდები? მადრიდის "რეალი" ნებისმიერი მწვრთნელისათვის მიმზიდველია."-გამოცდილი სპეციალისტის სიტყვებს ამჯერად Mundo Deportivo ციტირებს.

წყარო 2
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..