» » Football Italia: კომანმა კარიერის დასრულება არ გამორიცხა

Football Italia: კომანმა კარიერის დასრულება არ გამორიცხა

11-12-2018, 11:31
051
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი კინგსლი კომანი, ინტერნეტ-გამოცემა Football Italia-სთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი ნაადრევად დაასრულებს საკუთარ საფეხბურთო კარიერას, თუ მას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება ტერფის არეში.


"მესამე ოპერაციას არ დავთანხმდებოდი. საკმარისია. თუ ჩემს ფეხს არ უწერია ფეხბურთის თამაში ე.ი ასეთი ბედი ყოფილა. მე რთული წელი მქონდა. ყველაფერი თავდაყირა დადგა, ეს კი ჩემი პირველი ტრავმა იყო. იმედს ვიტოვებ, აწი აღარასოდეს მომიწევს მსგავსი რამის გადატანა. თუ მე მაინც დამჭირდება ტერფზე დამატებითი ოპერაციის გაკეთება, მაშინ მე დავასრულებ კარიერას. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ვერ ვიქნები მზად, მაღალ დონეზე საასპარეზოდ."-ციტირებს Football Italia კინგსლი კომანის სიტყვებს.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში ფრანგმა ნახევარმცველმა, მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით ხუთი შეხვედრა გამართა. გახდა ერთი გატანილი გოლის და ერთი შედეგიანი გადაცემის ავტორი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..