» » ჯგუფური ეტაპის ფინალი ამსტერდამში

ჯგუფური ეტაპის ფინალი ამსტერდამში

12-12-2018, 11:15 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ჯგუფური ეტაპის ფინალი ამსტერდამში
ოთხშაბათს 12 დეკემბერს, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებს მისია "ამსტერდამის" დაძლევა მოუწევთ. უეფას ჩემპიონთა ლიგის დასკვნით შეხვედრაში, რომელიც თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება, გერმანიის "რეკორდმაისტერი" ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდება. გუნდები პირველი ადგილის დასაკუთრებისთვის იბრძვიან. "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი დარწმუნებულია, რომ მისი კლუბი წარმატებულ ასპარეზობას შეძლებს. "გვსურს საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და გამარჯვებას მივაღწიოთ."-აცხადებს "ბრაზო" ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ "ბავარიას" ფრეც ჰყოფნის დასახული მიზნისათვის. "ამ ეტაპზე ჩვენ პირველ ადგილზე ვიმყოფებით და გვსურს პირველადგილოსნები დავრჩეთ. ეს არის ჩვენი მიზანი"-დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, გერმანული გრანდის დამრიგებელმა ნიკო კოვაჩმაც.


რობენი არ ითამაშებს


"პირველი ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ შემთხვევაში არსებობს შანს, რომ 1/8 ფინალში შედარებით სუსტი მოწინააღმდეგე შეგხვდეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მხოლოდ რთული მეტოქეები იქნებიან წარმოდგენილნი."-განაცხადა სალიჰამიჯიჩმა, ამსტერდამში გამგზავრებამდე. არიენ რობენი კი სამშობლოში თამაშს ვერ შეძლებს. ტრავმის გამო, ჰოლანდიელი ვინგერი მიუნხენში დარჩა. ასე, რომ ნიკო კოვაჩის განკარგულებაში ზუსტად ის შემადგენლობა იქნება, რაც "ნიურნბერგის" წინააღმდეგ გამართულ ორთაბრძოლაში იყო დემონსტრირებული.

მიუნხენური კლუბის თავკაცი, მოახლოებულ დაპირისპირებაში კარდინალურ ცვლილებებს არ გეგმავს. "მოცემულ მომენტში გუნდი კარგად შეთამაშებულია. ჩვენ საკუთარი თამაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ."-ამბობს კოვაჩი.


ძლიერი მოწინააღმდეგე დიდი სახელით


ამ გუნდებს შორის, "ალიანც არენაზე" გამართული პირველი დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მაშინ ჰოლანდიელები გამორჩეულად გამბედავები იყვნენ და თამამად უტევდნენ მეტოქეს. ხუთ თამაშში მოპოვებული 11 ქულით "აიაქსი" ერთ-ერთ საუკეთესო ჯგუფურ ეტაპს ატარებს. ამსტერდამელებმა 2005/06 წლის საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მხოლოდ მეორედ შეძლეს პლეი-ოფის საგზურის მოპოვება. "მოგვიწევს ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში. ეს ძალიან, ძალიან კარგი გუნდია. "აიაქსს" დიდებული სახელი აქვს, სწორედ ამიტომ შეხვედრა მარტივი არ იქნება. ორივე გუნდი მაქსიმალურად მოტივირებულია."

"გაიმარჯვებს ის, ვისაც უფრო მეტად ენდომება. ის ვინც უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ჩვენ ვიქნებით."-აღნიშნა სერჟ გნაბრიმ.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.