» » კომენტარები: "აიაქსი" 3 - 3 "ბაიერნი"

კომენტარები: "აიაქსი" 3 - 3 "ბაიერნი"

13-12-2018, 12:38
0108
ოთხშაბათს 12 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, მიუნხენის "ბაიერნმა" ამსტერდამის "აიაქსთან" გამართა ორთაბრძოლა. შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში ტაბლოზე 3-3 დაფიქსირდა. ამ შედეგით, გერმანიის "რეკორდმაისტერმა" E ჯგუფის პირველი ადგილი დაიკავა და "პროგრამა მაქსიმუმსაც" წარმატებით გაართვა თავი. წარმოგიდგენთ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.

ჰასან სალიჰამიჯიჩი -"აიაქსმა" ძალიან კარგი თამაში აჩვენა, მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენზე დიდ ზეწოლას ახორციელებდა. თავისუფლად ბურთის ფლობა ვერ შევძელით. პირველი 20 წუთის განმავლობაში გვქონდა ორი-სამი კარგი მომენტი, რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. შედეგად მეტოქეს მოქმედების საშუალება მივეცით. მოწინააღმდეგე გუნდის ნახევარზე ვერ გადავდიოდით, ასეთი რამ არ უნდა გვემართებოდეს. პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ჩვენ ანგარიში ჯერ გავათანაბრეთ (2:2) შემდეგ კი წინ გავედით (2-3), თუმცა ამის შემდეგ მეტოქეს მაინც მივეცით გათანაბრების საშუალება და საბოლოო ჯამში ვერ გავიმარჯვეთ. მაყურებლისათვის ეს ცალსახად შთამბეჭდავი თამაში იყო, მაგრამ ჩვენ უკეთ თამაში შეგვიძლია."

ნიკო კოვაჩი- "დღეს სენსაციური თამაშის მომსწრე გავხდით. მაყურებლები ნამდვილად არ ინანებდნენ, რომ მატჩზე დასასწრებად მოვიდნენ. ჩვენ ვაგებდით ანგარიშით 1-2, მაგრამ მოვახერხეთ გათანაბრება. ეს ჩვენი ფეხბურთის რეკლამა იყო. გვქონდა 100% იანი მომენტები და მატჩის ბედი ადრე უნდა გადაგვეწყვიტა. საბოლოო ჯამში კი ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. კომპლიმენტები გუნდს! გვქონდა კარგი მომენტები, როდესაც დაცვიდან შეტევაზე მყისიერად გადავდიოდით, ასეთ დროს კი მეტოქე გუნდის კონტრშეტევებისათვის თავი უნდა აგვერიდებინა. "აიაქსთან" ორჯერ დავჯერდით ფრეს. მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ. ჩვენ დავაგროვეთ მაქსიმალური 18 ქულიდან 14. მე ამით კმაყოფილი ვარ. ახლა სულმოუთმენლად ველით პლეი-ოფს."

მანუელ ნოიერი -"ამ თამაშში იყო ძალიან დიდი მონდომება და ბრძოლა. "აიაქსს" შესანიშნავი გუნდი ჰყვს, ჩევნ ეს ჯერ კიდევ პირველ მატჩში ვნახეთ. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით და უნდა გაგვეტანა ერთი-ორი გოლი. საბოლოოდ კი ძალიან ფეთქებადი სიტუაცია მივიღეთ. მეორე გოლის გაშვება ძალიან დასანანი იყო. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ პირველ ადგილზე დავასრულეთ ასპარეზობა. სხვა ყველაფერი უკვე მეორეხარისხოვანია."

რობერტ ლევანდოვსკი -"ეს ძალიან შემტევი ფეხბურთი იყო. საბედნიეროდ მოვახერხეთ, ის რომ პირველ ადგილზე დავასრულეთ გამოსვლა. ასევე ძალიან კარგი იყო, ჩვენი პოზიტიური თამაში. თავდაუზოგავი მუშაობის გაგრძელება გვმართებს. ბურთს ვერ ვფლობდით, თუმცა შეტევაში ბევრი მომენტი გვქონდა და სამი გოლი გავიტანეთ კიდეც, სამწუხაროდ ამდენივე გავუშვით. ასეთებიც ხდება. ჩვენ ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში, საამისო პოტენციალი გვაქვს. ამისათვის კი დაშვებული შეცდომების გაანალიზებაა საჭირო."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..