» » ვინ გახდება ბავარიის მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე?

ვინ გახდება ბავარიის მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე?

14-12-2018, 16:50 dachi8 სიახლეები 0

ვინ გახდება ბავარიის მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე?
ორშაბათს, 17 დეკემბერს, საფეხბურთო სამყაროს ყურადღებას ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ის გამართული კენჭისყრა მიიქცევს (15:00 სთ). ფლეი-ოფის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში შემდეგ ეტაპზე 16 ტოპ-კლუბი გავიდა.


„ბავარია“, რომელიც 1-ელ ადგილზე გავიდა ჯგუფში, 11-ედ კვალიფიცირდა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ში და ერთ-ერთ გუნდს შეხვდება რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა ჯგუფში. კლუბები ერთი და იმავე ჩემპიონატიდან არ შეხვდებიან ერთმანთს, ამგვარად, „ბავარია“ 1/8-ში არ შეხვდება „აიაქსს“ და „შალკეს“.
რეკორდმაისტერის მეტოქე შეიძლება გახდეს წინა წლის ფინალისტი „ლივერპული“, ასევე კიდევ 2 კლუბი ინგლისის პრემიერ-ლიგიდან: „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

კიდევ ერთი მეტოქე შეიძლება ძველი ნაცნობი „მადრიდის ატლეტიკო“ გახდეს. ასევე, სერია A-ს წარმომადგენელი „რომა“ და ფრანგული „ლიონი“.

ჯგუფის გამარჯვებულები პირველ მატჩს გასვლაზე ჩაატარებენ, ხოლო, გადამწყვეტი დაპირისპირება საკუთარ მოედანზე ექნებათ. პირველი მატჩები 12/13 ან 19/20 თებერვალს ჩაინიშნება, ხოლო საპასუხო 5/6 ან 12/13 მარტს. ფინალი კი 1 ივნისს მადრიდის „ატლეტიკოს“ სტადიონზე ვანდა მეტროპოლიტანოზე ჩატარდება.

2018/19 წლის ფლეი-ოფის მონაწილეები:
ჯგუფის გამარჯვებულები:

დორტმუნდის „ბორუსია“
„ბარსელონა“
„პსჟ“
„პორტუ“
„ბავარია“
„მანჩესტერ სიტი“
მადრიდის „რეალი“
„იუვენტუსი“


გუნდები, რომლებმაც ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს

მადრიდის „ატლეტიკო“
„ტოტენჰემი“
„ლივერპული“
„შალკე“
„აიაქსი“
„ლიონი“
„რომა“
„მანჩესტერ იუნაიტედი“.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..