» » Bayern & Germany : კოვაჩი მატს ჰუმელსის შესახებ საუბრობს

Bayern & Germany : კოვაჩი მატს ჰუმელსის შესახებ საუბრობს

15-12-2018, 12:57 -ss- სიახლეები 0

Bayern & Germany : კოვაჩი მატს ჰუმელსის შესახებ საუბრობს
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ინტერნეტ-გამოცემა Bayern & Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში, მატს ჰუმელსის შესახებ საუბრობს. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, მას არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს აღნიშნულ ფეხბურთელთან მიმართებით და მის სათადარიგო სკამზე ჯდომას, ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს.

„ჰუმელსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მატსი მსოფლიოს ჩემპიონია, თუმცა სხვა ფეხბურთელებსაც დიდი სახელი აქვთ. როდესაც „ბავარიაში“ თამაშობ, მზად უნდა იყო იმისათვის, რომ შესაძლოა სათადარიგო სკამზე აღმოჩნდე. ვიცი რისი გაკეთება შეუძლია მას, ვიცი რომ შეგვიძლია მისი იმედი გვქონდეს, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელების.“-ციტირებს გამოცემა Bayern & Germany ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა ნიკო კოვაჩმა ასევე ისაუბრა, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით მოახლოებულ ორთაბრძოლებზე და შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა. „მიმდინარე წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება დასრულებულია. ჩვენ წინ ბუნდესლიგის ეგიდით გასამართი სამი შეხვედრა გველის, პირველი კი „ჰანოვერთან“ დაპირისპირებაა. გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ რათა საჩემპიონო რბოლა განვაგრძოთ. გამარჯვება აუცილებელია!“

„ჩვენ სტუმრად გვიწევს თამაში და დამსწრე გულშემატკივარი, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ცხოვრება გაგვირთულოს. მათ ძალიან სწრაფი თავდამსხმელები ჰყავთ, გასულ უქმეებზე ცალსახად არ გაუმართლათ.“

„დასკვნით ვარჯიშზე შევხედავთ, აქვს თუ არა ვინმეს გარკვეული სირთულეები. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. აუცილებელია მივიღოთ მხედველობაში ის ფაქტი, რომ ამ ერთ კვირაში სამი შეხვედრის გამართვა გვიწევს.“-აღნიშნა ბავარიელთა დამრიგებელმა „რეკორდმაისტერის“ პრეს-სამსახურთან საუბრის დროს.

წყარო 2
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..